ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ ისწავლიან

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები 2026 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დაფინანსდებიან.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით", - ნათქვამია განცხადებაში.
მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0