https://sputnik-georgia.com/20260805/tbilisshi-zveli-shenobebis-reabilitacia-mimdinareobs-299970141.html
კალაძე: თბილისში ორ ისტორიულ საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კალაძე: თბილისში ორ ისტორიულ საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Sputnik საქართველო
2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. 05.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-05T16:00+0400
2026-08-05T16:00+0400
2026-08-05T16:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისში, თაბუკაშვილისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის მერის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს. კალაძის განცხადებით, აღნიშნული ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით, აგებულია რთულ რელიეფზე და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის. სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები. ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღდგება ერკერების დეკორატიული ელემენტები და ისტორიული კარ-ფანჯრები; იგეგმება ფასადების შეღებვა და მასალების შერჩევა განხორციელდება ჩატარებული ლაბორატორიული/ფერის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით. პროექტის მიზანია დაზიანებული ისტორიული შენობის გადარჩენა, მისი კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წლის მარტში დასრულდება. რაც შეეხება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს, მის კაპიტალურ გამაგრებას მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იწყებს. პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს. რეაბილიტაციის პერიოდში მათ მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათ რეაბილიტირებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება. მერიის ინფორმაციით, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე. 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: თბილისში ორ ისტორიულ საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისში, თაბუკაშვილისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს.
კალაძის განცხადებით, აღნიშნული ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით, აგებულია რთულ რელიეფზე და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის.
„განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძეგლს. მოსახლეობას შევპირდით, რომ სახლის რეაბილიტაციას განვახორციელებდით“, - განაცხადა მერმა.
სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები. ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღდგება ერკერების დეკორატიული ელემენტები და ისტორიული კარ-ფანჯრები; იგეგმება ფასადების შეღებვა და მასალების შერჩევა განხორციელდება ჩატარებული ლაბორატორიული/ფერის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით.
პროექტის მიზანია დაზიანებული ისტორიული შენობის გადარჩენა, მისი კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წლის მარტში დასრულდება.
რაც შეეხება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს, მის კაპიტალურ გამაგრებას მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იწყებს. პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.
„შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, III კატეგორიის ავარიულობის ხარისხისაა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველა დეტალს. ყველაფერი მოწესრიგდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს. რეაბილიტაციის პერიოდში მათ მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათ რეაბილიტირებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება.
მერიის ინფორმაციით, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე.
2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.