თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ - გარდაბნის“ მწვრთნელმა საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულებმა ნიგერიის მოქალაქისგან აიღეს 3 ათასი დოლარი.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0