საქართველოს ეკონომიკა იზრდება: 2026 წლის პროგნოზი - ვიდეო

გამოწერა
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ადრე პროგნოზირებული 7%-ის ნაცვლად 7,5% იქნება.
კომპანიის ცნობით, ანალიტიკოსებმა პროგნოზს გადახედეს და გაზარდეს - პროგნოზის გადახედვის მიზეზი გახდა წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში დაფიქსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა.
2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა. ანალიტიკოსები ასევე პროგნოზირებენ ფასების ზრდას. ამასთან, კომპანიაში 2026 წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0