ახალი ტრასა და ზემო ლარსი: რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტეს, რას უნდა ელოდნენ მძღოლები

© Ministry of Transport of Russia„ზემო ლარსი"
„ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და შემდეგ — სომხეთთან აკავშირებს.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ფედერალური ტრასა Р-217-ის (ოფიციალურად „კავკაზის“) ახალი მონაკვეთი, რომელიც ვლადიკავკაზის გვერდის ავლით შენდება, გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსისკენ" მიმავალ გზაზე და ასევე გაზრდის ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობას, იუწყება РИА Новости.
ამჟამად გრძელდება ვლადიკავკაზის შემოვლითი გზის მეორე და მესამე რიგის მშენებლობა Р-217 „კავკაზის“ ტრასის შემადგენლობაში. ახალი მონაკვეთი დაიწყება არხონსკაია-ვლადიკავკაზის რეგიონული ავტოგზიდან და ქალაქიდან გასასვლელში მოსკოვის გზატკეცილთან მიერთებამდე გაგრძელდება.
„პროექტის რეალიზაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონისა და ავტოგზის მონაკვეთის გამტარუნარიანობის გაზრდის, ასევე ქალაქის ქუჩების სატრანზიტო ტრანსპორტისგან განტვირთვის საშუალებას მოგვცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემოვლითი გზის მშენებლობა ასევე ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას - ახალი ტრასის მშენებლობის სრულად დასრულება 2028 წელს იგეგმება.
ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და შემდეგ — სომხეთთან აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0