როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო ცენტრი
სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე, კომუნალურ მომსახურებაზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ივლისი 2025 წლის ივლისთან) 5,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
წინა თვეებში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 4,8% (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან), 4,6% (2025 წლის თებერვალი 2026 თებერვალთან), 4,3% (2025 წლის მარტი 2026 მარტთან), 5,9% (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან), 5,7% (2026 წლის მაისი 2025 წლის მაისთან) და 5,8 % (2026 წლის ივნისი 2026 წლის ივნისთან).
ივნისში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა:
ტრანსპორტზე (14,2%),
კომუნალურ მომსახურებაზე (8,3%),
სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,9%),
ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,6%),
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (4,9%),
ჯანდაცვაზე (4,7%),
განათლებაზე (2,4%),
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,1%),
დასვენებასა და გართობაზე (1,0%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (6,3%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (2,4%).
2026 წლის ივლისში, 2026 წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0