„ყაზბეგის“ საბაჟოზე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 169.776 ლარი შეადგინა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტზე 16 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად 782 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 169.776 ლარი შეადგინა.
6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0