ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,25% შეადგინა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით 73,52 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2,13 მლრდ ლარით ანუ 2,98%-ით მეტია 1-ელი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 782,71 მლნ ლარით, ანუ 2,22%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1,34 მლრდ ლარით, ანუ 3,71%-ით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მიმდინარე წლის 1-ელი ივლისისთვის 1,21 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56,16% შეადგინა.
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,25% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8,9%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,52%.
ივნისის ბოლოს საქართველოში 19 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
ყველა ახალი ამბავი
0