https://sputnik-georgia.com/20260805/3-oqtombers-shualeduri-archevnebi-chatardeba-299971415.html
3 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდება
3 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდება
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება. 05.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-05T16:56+0400
2026-08-05T16:56+0400
2026-08-05T16:56+0400
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 3 ოქტომბერს ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება, სადაც მოქალაქეები საკრებულოს გამოკლებულ წევრებს (მაჟორიტარ დეპუტატებს) აირჩევენ.ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული მუნიციპალიტეტების ოფიციალური ჩამონათვალი, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართება, ჯერ არ გამოუქვეყნებია. როგორც კალანდრიშვილმა აღნიშნა, დამატებითი დეტალების დაზუსტება ცესკოს 14 აგვისტოს სხდომაზეა დაგეგმილი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
3 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდება
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 3 ოქტომბერს ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება, სადაც მოქალაქეები საკრებულოს გამოკლებულ წევრებს (მაჟორიტარ დეპუტატებს) აირჩევენ.
„4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს გამოკლებული წევრების შევსების მიზნით ჩვენ გვიწევს შუალედური არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ პოტენციურმა მონაწილე პარტიებმა წინსწრებით იცოდნენ შესაბამისი საორიენტაციო თარიღი არჩევნების თაობაზე მინდა გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოს განიხილება 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა უწყებაში დღეს გამრთულ სხდომაზე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული მუნიციპალიტეტების ოფიციალური ჩამონათვალი, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართება, ჯერ არ გამოუქვეყნებია. როგორც კალანდრიშვილმა აღნიშნა, დამატებითი დეტალების დაზუსტება ცესკოს 14 აგვისტოს სხდომაზეა დაგეგმილი.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.