https://sputnik-georgia.com/20260804/wkalwitelas-dabinzurebis-paqtze-warmoeba-daiwko-299955886.html
მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
Sputnik საქართველო
ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T18:37+0400
2026-08-04T18:37+0400
2026-08-04T18:37+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251908863_0:181:3072:1909_1920x0_80_0_0_c49bbe326b20c3049b3d57aa84c8ff79.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტ სოფელ ორპიში მდინარე წყალწითელა უკიდურესად დაბინძურებულია ახლოს მდებარე საამქროებისგან. უწყების ცნობით, დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა. კერძოდ, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვიდეოში დაფიქსირებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად სამართალდამრღვევები გამოავლინეს. „დათვალიერებისას დადგინდა, რომ მდინარე წყალწითელაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის - ტეშენიტის ქვის დამამუშავებელი საამქროებიდან ქვის სველი წესით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი საწარმოო წყალი ჩაედინებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. მდინარის დაბინძურების ხარისხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით მდინარისა და ჩამდინარე წყლების ნიმუშები აიღეს, რომლებიც კვლევის მიზნით შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. უწყების განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისა და ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251908863_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_224d038eca784e5ce348782a7e2e4a68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტ სოფელ ორპიში მდინარე წყალწითელა უკიდურესად დაბინძურებულია ახლოს მდებარე საამქროებისგან.
უწყების ცნობით, დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა. კერძოდ, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვიდეოში დაფიქსირებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად სამართალდამრღვევები გამოავლინეს.
„დათვალიერებისას დადგინდა, რომ მდინარე წყალწითელაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის - ტეშენიტის ქვის დამამუშავებელი საამქროებიდან ქვის სველი წესით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი საწარმოო წყალი ჩაედინებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მდინარის დაბინძურების ხარისხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით მდინარისა და ჩამდინარე წყლების ნიმუშები აიღეს, რომლებიც კვლევის მიზნით შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
უწყების განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისა და ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.