„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენდირექტორი თანამდებობიდან გადადგა

© Facebook / Giorgi Kvirikashviliქვესადგური „მარნეული-500"
ქვესადგური „მარნეული-500 - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
საქართველოში 24 და 25 ივლისს მასშტაბური სისტემური ავარია მოხდა, რამაც ქვეყნის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მომხდარი მასშტაბური ბლეკაუტის (ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვის) შემდეგ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა.
საქართველოში 24 და 25 ივლისს მასშტაბური სისტემური ავარია მოხდა, რამაც ქვეყნის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
„ახლა ის (ზარდიაშვილი — რედ.) შვებულებაშია და მერე წავა“, — განუცხადა აბრამიშვილმა სააგენტო BMG-ს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო მიიღებს.
„მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული. მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უამრავი თანხა დაიზოგა, ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიკურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. სემეკის სამუშაო ჯგუფის განცხადებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო და დარჩა იზოლირებულ რეჟიმში და "საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემას" უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის".
მომხდარი მასშტაბური კრიზისის გამო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ენერგოსისტემის კოლაფსის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0