2,1 მლნ ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2,2 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ქვემო ქართლის რეგიონში მდინარე მტკვრიდან სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ყიდდნენ.
უწყების ცნობით, უკანონოდ მოპოვებული იქნა 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2,1 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2,2 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
ამასთანავე ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული 2,1 მლნ ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0