https://sputnik-georgia.com/20260804/ukanono-sasaklao-agmoachines-299955752.html
მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს: ამოღებულია 2 ტონამდე საშიში ხორცი
მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს: ამოღებულია 2 ტონამდე საშიში ხორცი
Sputnik საქართველო
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული 2 ტონამდე მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი სრულად განადგურდა. 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T18:02+0400
2026-08-04T18:02+0400
2026-08-04T18:02+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404415_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1ae826a9eaaeb03318e58caa2e34bfce.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, თავდაპირველად სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთი ფერმერის ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ. ვეტერინარებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ფერმერის მიერ ადგილზე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა. სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს „პროდუქტები 2028“-ის კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა. შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა. სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს - ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404415_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4bef9986566780cd64ebfb4b7685d7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს: ამოღებულია 2 ტონამდე საშიში ხორცი
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული 2 ტონამდე მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი სრულად განადგურდა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თავდაპირველად სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთი ფერმერის ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.
ვეტერინარებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ფერმერის მიერ ადგილზე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს „პროდუქტები 2028“-ის კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.
შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს - ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.