https://sputnik-georgia.com/20260804/sazamtrosa-da-nesvshi-nitratebi-agmochnda-299949142.html
რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნიტრატები საზამთროსა და ნესვში
რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნიტრატები საზამთროსა და ნესვში
Sputnik საქართველო
სეზონის გათვალისწინებით სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს. 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T17:25+0400
2026-08-04T17:25+0400
2026-08-04T17:25+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. უწყების ცნობით, კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება სეზონის გათვალისწინებით ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევა რეგულარულად ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნიტრატები საზამთროსა და ნესვში
სეზონის გათვალისწინებით სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.
დღეის მდგომარეობით მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.
უწყების ცნობით, კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება
სეზონის გათვალისწინებით ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევა რეგულარულად ჩატარდება.