https://sputnik-georgia.com/20260804/saqartveloshi-mobiluri-interneti-swrafia-299958092.html
საქართველოში მობილური ინტერნეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია - ახალი რეიტინგი
საქართველოში მობილური ინტერნეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია - ახალი რეიტინგი
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ივნისში ფიქსირებულ ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე შეადგენდა 50,83 მბიტ/წმ 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T20:23+0400
2026-08-04T20:23+0400
2026-08-04T20:23+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516747_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_ae63b0e68535f454648f27b31f865b01.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივნისში საქართველომ მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა მობილური ინტერნეტის სიჩქარით, ნათქვამია გლობალური ინტერნეტის ინდექსი (Speedtest by Ookla Global Index) რეიტინგში.პოპულარული ინტერნეტ-სერვისი Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს Speedtest Global Index-ის ინტერნეტთან დაკავშირების სიჩქარის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. 2026 წლის ივნისში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 168,84 მბიტ/წმ იყო, რაც ქვეყანას ესტონეთსა და ომანს შორის აყენებს. 2025 წლის ივნისში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 149,65 მბიტ/წმ იყო.Ookla-ს მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს აქვს ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი 672,87 მბიტ/წმ, შემდეგ მოდის ყატარი 3561,28 მბიტ/წმ და ქუვეითი 379,28 მბიტ/წმ სიჩქარით.საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი მე-13 ადგილზეა (179,17 მბიტ/წმ), სომხეთი 61-ე ადგილზეა (74,32 მბიტ/წმ), აზერბაიჯანი 46-ე პოზიციას იკავებს (98,61 მბიტ/წმ).რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, საქართველო 149 ქვეყანას შორის 107-ე ადგილს იკავებს. საქართველო სიაში კამბოჯასა და სამხრეთ აფრიკას შორისაა.მიმდინარე წლის ივნისში ფიქსირებულ ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე შეადგენდა 50,83 მბიტ/წმ (ერთი წლის წინ - 41,41 მბიტ/წმ), ხოლო გადმოწერის სიჩქარე - 47,83 მბიტ/წმ (2025 წლის ივნისში - 44,93 მბიტ/წმ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516747_63:0:2730:2000_1920x0_80_0_0_547312d2256372b32f1426b05a9b5383.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში მობილური ინტერნეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია - ახალი რეიტინგი
მიმდინარე წლის ივნისში ფიქსირებულ ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე შეადგენდა 50,83 მბიტ/წმ
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივნისში საქართველომ მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა მობილური ინტერნეტის სიჩქარით, ნათქვამია გლობალური ინტერნეტის ინდექსი (Speedtest by Ookla Global Index) რეიტინგში.
პოპულარული ინტერნეტ-სერვისი
Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს Speedtest Global Index-ის ინტერნეტთან დაკავშირების სიჩქარის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ.
2026 წლის ივნისში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 168,84 მბიტ/წმ იყო, რაც ქვეყანას ესტონეთსა და ომანს შორის აყენებს. 2025 წლის ივნისში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 149,65 მბიტ/წმ იყო.
Ookla-ს მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს აქვს ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი 672,87 მბიტ/წმ, შემდეგ მოდის ყატარი 3561,28 მბიტ/წმ და ქუვეითი 379,28 მბიტ/წმ სიჩქარით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი მე-13 ადგილზეა (179,17 მბიტ/წმ), სომხეთი 61-ე ადგილზეა (74,32 მბიტ/წმ), აზერბაიჯანი 46-ე პოზიციას იკავებს (98,61 მბიტ/წმ).
რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, საქართველო 149 ქვეყანას შორის 107-ე ადგილს იკავებს. საქართველო სიაში კამბოჯასა და სამხრეთ აფრიკას შორისაა.
მიმდინარე წლის ივნისში ფიქსირებულ ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე შეადგენდა 50,83 მბიტ/წმ (ერთი წლის წინ - 41,41 მბიტ/წმ), ხოლო გადმოწერის სიჩქარე - 47,83 მბიტ/წმ (2025 წლის ივნისში - 44,93 მბიტ/წმ).