საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 15% რეზიდენტი პირები არიან

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
2026 წლის ორ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 16,16% შეადგინა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 15,1% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით აქ ყოფნას აპირებს.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 15,1%, ბელარუსის მოქალაქეების 10,4% და უკრაინის 14,6%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის ორ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 16,16% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 307,1 მილიონი დოლარი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიდთან შედრებით 25,05%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მიმდინარე წლის ორ კვარტალში მათი ხარჯები 39,6 და 98,9 მილიონი დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.
2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, შემოსავლები 2,03%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0