https://sputnik-georgia.com/20260804/ruset-ukrainis-konfliqti-300022433.html
მომავალი ახლოსაა: დრონები სტრატოსფეროში ხანგრძლივი დროითაა
მომავალი ახლოსაა: დრონები სტრატოსფეროში ხანგრძლივი დროითაა
Sputnik საქართველო
თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებში სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების გამოყენების ტაქტიკა სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს მთელი დიაპაზონის (ახლო კოსმოსის... 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T13:48+0400
2026-08-04T13:48+0400
2026-08-08T09:49+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288690543_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_be412d8768cf4e32fc24baf8c7b4e486.jpg
თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებში სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების გამოყენების ტაქტიკა სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს მთელი დიაპაზონის (ახლო კოსმოსის საზღვრებამდე) ათვისებას მოითხოვს. 20-დან 100 კმ-მდე სიმაღლეზე მყოფი უპილოტო საფრენი აპარატები, პრაქტიკულად, უხილავი და მიუწვდომელი ხდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის. დრონების აეროსტატებთან ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზოგავს რესურსებს, მოულოდნელობასა და სამიზნეების განადგურების სიზუსტეს უზრუნველყოფს. მზის ბატარეებით აღჭურვილი მაღალი სიმაღლის აეროსტატები, უპილოტო საფრენი აპარატების საიმედო ბაზებია. სტრატოსფერულ „რბოლაში“ ნატოს ქვეყნები ცდილობენ, ტექნოლოგიურ ლიდერებს, რუსეთსა და ჩინეთს, გაუსწრონ.აეროსტატების, როგორც ფრთოსანი საფრენი აპარატების პლატფორმის, გამოყენება ახალი იდეა არ არის. ამერიკულ-გერმანულმა საინჟინრო ჯგუფმა, კომპანია „გუდიარი-ცეპელინის“ ფარგლებში, ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ორი დირიჟაბლი-ავიამზიდი ააგო— „აკრონი“ და „მეიკონი“, რომლებსაც შეეძლოთ ექვსამდე საბრძოლო თვითმფრინავის გადატანა, გაშვება და მიღება. დღეს ჯარებს თვისობრივად სხვა დარტყმითი შესაძლებლობები, ტექნოლოგიები და საზღვრები სჭირდებათ (100 კმ-ზე მაღლა იწყება ახლო კოსმოსი).ამერიკულმა კომპანია Aerostar-მა 27 ივლისს განაცხადა მისი კონსტრუქციის Lightning-ის წარმატებული გამოცდის შესახებ, როგორც ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის Apollo-R-ის გასაშვები პლატფორმის. მასშტაბირებადი არქიტექტურა გზას უხსნის უფრო ფართო კონცეფციას „მატარებელს“. კომპანია Aerostar მაღალსიმაღლიან აეროსტატებს ავითარებს, რომლებსაც რამდენიმე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის გადატანა შეუძლიათ. ეს კონსტრუქციები აღჭურვილია GPS-ნავიგაციით, მზის ბატარეებითა და ძრავებით. შეუძლიათ, გადაადგილდნენ საჭირო რაიონებში და ხანგრძლივად შეინარჩუნონ პოზიცია და მაღალი სიმაღლე. მოდელ Thunder-ს შეუძლია 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პატრულირება 23 კმ-მდე სიმაღლეზე, 90 კგ-ის სასარგებლო დატვირთვით.სტრატოსფეროში (მეზოსფეროში) განთავსებული ელექტრონული სენსორები დედამიწის ზედაპირთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ორბიტაზე მყოფი სადაზვერვო კოსმოსური აპარატები. დამრტყმელი დრონებს შეუძლიათ, ხანგრძლივი დროით იმყოფებოდნენ აეროსტატის ბორტზე, საწვავის ან აკუმულატორის ენერგიის ხარჯვის გარეშე. მსგავსი შესაძლებლობები მოთხოვნადია არა მხოლოდ აშშ-ის არმიაში. ნატოს ევროპული ქვეყნებიც ცდილობენ, აითვისონ „ძალიან მაღალი სიმაღლის ზონა“ (100 კმ-მდე), რომელიც უპირატესობებს იძლევა დაზვერვისთვის და მანევრირებადი აეროსტატებიდან დამრტყმელი დრონების გამოყენებისთვის.პირველი ფრანგული სტრატოსფერული უპილოტო საფრენი აპარატის Heliblade-ის ფრენა 24 ივლისს შედგა. ექსპერიმენტული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ფრთის სიგრძე 18 მეტრია, ხოლო ასაფრენი მასა — 4 კგ, შექმნილია 20 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე მრავალთვიანი ფრენებისთვის, მზის ენერგიის ხარჯზე. საფრანგეთის სამხედრო უწყებას ასევე სხვა სტრატოსფერული პროექტები აქვს— მანევრირებადი აეროსტატი BALMAN, ავტონომიური დირიჟაბლი Stratobus და ფსევდოსატელიტი Zephyr.ცოტა ხნით ადრე, ივლისში, გამოიცადა ბრიტანული თავდაცვითი კომპანია BAE Systems-ის უპილოტო საფრენი აპარატი Phasa-35. დრონმა 20 კმ სიმაღლეს მიაღწია, სტრატოსფერული ფრენა ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. Phasa-35-ის შემქმნელების მიზანია, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტი ფრენების განხორციელება, დაჯდომის გარეშე. ნატოს გამოგონებები საკმაოდ კარგად არის ინტეგრირებული მკაცრ რეალობაში.26 მაისს სევასტოპოლის თავზე, დაახლოებით, 7 კმ სიმაღლეზე განადგურდა საჰაერო ბუშტები, საიდანაც მცირე ზომის ელექტრული თვითმფრინავის ტიპის დამრტყმელ დრონებს ყრიდნენ. კონსტრუქციამ „ბუშტი + უპილოტო საფრენი აპარატი“, უმარტივესი ელექტრონიკითა და აკუმულატორით, სპეციალისტებს გაახსენა თავდაპირველად ამერიკული პროექტი CICADA — მიკროდრონის ინტეგრაცია კომპანია Raven Industries-ის მაღალსიმაღლიან აეროსტატთან. გამოცდები 2011 წელს არიზონაში ჩატარდა. 15 წლის განმავლობაში დრონი „გაიზარდა“ და გადაიქცა მცოცავ Hornet-ად, რომლის საბრძოლო დატვირთვა 5 კგ-მდეა.რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, 13 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე უპრეცედენტო მასშტაბისა და საფრთხის ხარისხის ტერორისტული აქტების სერია აღკვეთეს, რომლებიც FPV-დრონებისა და აეროსტატების გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. უკრაინის საომარი თეატრი ნატოს პოლიგონია ყველაფრის ახლის გამოსაცდელად და ექსპერიმენტებისთვის. უპილოტო საფრენი აპარატების სიმაღლისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, იზრდება საფრთხეებიც. ნატომ 29 ივლისს წამოიწყო მილიარდევროიანი ინოვაციური პროგრამა „რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის“ მიმართულებით ხუთ ტექნოლოგიურ სფეროში, მათ შორის „მაღალსიმაღლიანი პლატფორმების“ სფეროში.ამერიკელები საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ სტრატოსფერული სისტემების სახიფათო ეფექტურობაში, როდესაც 2023 წლის დასაწყისში ჩინურმა მაღალსიმაღლიანმა აეროსტატებმა, მზის ბატარეებითა და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილებმა, არაერთხელ დაარღვიეს აშშ-ის სუვერენიტეტი. პირველი გიგანტური აეროსტატი 27 იანვარს ალასკის თავზე საჰაერო სივრცეში შევიდა — დაახლოებით 40 კმ სიმაღლეზე, ხოლო 31 იანვარს აიდაჰოს შტატის თავზე აღმოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ობიექტის განადგურების ბრძანება მხოლოდ 1 თებერვალს გასცა. მეხუთე თაობის გამანადგურებლებმა F-35-მა და F-22-მა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს აეროსტატის „დასმა“ (სიმაღლის გამო ვერ მისწვდნენ). პეკინში განაცხადეს, რომ ეს იყო ჩინური მეტეოროლოგიური ზონდი, რომელიც „კურსიდან გადაიხარა“. პენტაგონმა გააძლიერა თვალთვალი, გადააწყო ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის აპარატურა, ხოლო 11–12 თებერვალს ამერიკელ მფრინავებს კიდევ სამი „ზონდის“ დევნა მოუწიათ — ალასკის, მიჩიგანისა და იუკონის თავზე.შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის კონგრესი ასე შეშფოთებულია: „სტრატეგიული“ აეროსტატის გაშვება საზღვაო ხომალდიდან ან ძნელად მისადგომი ტერიტორიიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის წყაროსა და ბორტზე არსებული აპარატურის (ნებისმიერი ტიპის შეიარაღების) აღმოჩენას. დევნილი მსხვერპლის როლი „ჰეგემონისთვის“ უკიდურესად უჩვეულოა. ხოლო ჩინეთი „მომავალში ხედავს ბუშტებიდან გაშვებულ დრონების გუნდებს“.მოსკოვი თავისი სტრატოსფერული შესაძლებლობების რეკლამირებას განსაკუთრებულად არ ახდენს. თუმცა, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთში შეიქმნა მრავალფუნქციური დირიჟაბლი ДП-3, რომლის ტვირთამწეობა სამი ტონაა. რუსეთის უპილოტო სტრატოსფერული პლატფორმა „Бараж-1“ განკუთვნილია 20 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე მუშაობისთვის, 100 კგ-მდე დატვირთვით და შეუძლია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში Starlink-ის სისტემის ჩანაცვლება.დოლგოპრუდნის ავტომატიკის საკონსტრუქტორო ბიურო (ДКБА) რუსეთის წამყვანი საწარმოა აეროსტატური კომპლექსების შემუშავებისა და სამრეწველო მასშტაბით წარმოების სფეროში. „როსტეხის“ მონაცემებით, ДКБА-ს პრიორიტეტული მიმართულებაა - 30-დან 200 ტონამდე ტვირთამწეობის საშუალებების შექმნა არქტიკის ძნელად მისადგომი რაიონებისთვის. და არა მხოლოდ მათთვის. შეიგრძენით განსხვავება „წონით კატეგორიებში“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288690543_177:0:2908:2048_1920x0_80_0_0_57adbcab12b986b81b1730cd39bcf5f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებში სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების გამოყენების ტაქტიკა სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს მთელი დიაპაზონის (ახლო კოსმოსის საზღვრებამდე) ათვისებას მოითხოვს. 20-დან 100 კმ-მდე სიმაღლეზე მყოფი უპილოტო საფრენი აპარატები, პრაქტიკულად, უხილავი და მიუწვდომელი ხდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის. დრონების აეროსტატებთან ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზოგავს რესურსებს, მოულოდნელობასა და სამიზნეების განადგურების სიზუსტეს უზრუნველყოფს. მზის ბატარეებით აღჭურვილი მაღალი სიმაღლის აეროსტატები, უპილოტო საფრენი აპარატების საიმედო ბაზებია. სტრატოსფერულ „რბოლაში“ ნატოს ქვეყნები ცდილობენ, ტექნოლოგიურ ლიდერებს, რუსეთსა და ჩინეთს, გაუსწრონ.
აეროსტატების, როგორც ფრთოსანი საფრენი აპარატების პლატფორმის, გამოყენება ახალი იდეა არ არის. ამერიკულ-გერმანულმა საინჟინრო ჯგუფმა, კომპანია „გუდიარი-ცეპელინის“ ფარგლებში, ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ორი დირიჟაბლი-ავიამზიდი ააგო— „აკრონი“ და „მეიკონი“, რომლებსაც შეეძლოთ ექვსამდე საბრძოლო თვითმფრინავის გადატანა, გაშვება და მიღება. დღეს ჯარებს თვისობრივად სხვა დარტყმითი შესაძლებლობები, ტექნოლოგიები და საზღვრები სჭირდებათ (100 კმ-ზე მაღლა იწყება ახლო კოსმოსი).
ამერიკულმა კომპანია Aerostar-მა 27 ივლისს განაცხადა მისი კონსტრუქციის Lightning-ის წარმატებული გამოცდის შესახებ, როგორც ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის Apollo-R-ის გასაშვები პლატფორმის. მასშტაბირებადი არქიტექტურა გზას უხსნის უფრო ფართო კონცეფციას „მატარებელს“. კომპანია Aerostar მაღალსიმაღლიან აეროსტატებს ავითარებს, რომლებსაც რამდენიმე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის გადატანა შეუძლიათ. ეს კონსტრუქციები აღჭურვილია GPS-ნავიგაციით, მზის ბატარეებითა და ძრავებით. შეუძლიათ, გადაადგილდნენ საჭირო რაიონებში და ხანგრძლივად შეინარჩუნონ პოზიცია და მაღალი სიმაღლე. მოდელ Thunder-ს შეუძლია 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პატრულირება 23 კმ-მდე სიმაღლეზე, 90 კგ-ის სასარგებლო დატვირთვით.
სტრატოსფეროში (მეზოსფეროში) განთავსებული ელექტრონული სენსორები დედამიწის ზედაპირთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ორბიტაზე მყოფი სადაზვერვო კოსმოსური აპარატები. დამრტყმელი დრონებს შეუძლიათ, ხანგრძლივი დროით იმყოფებოდნენ აეროსტატის ბორტზე, საწვავის ან აკუმულატორის ენერგიის ხარჯვის გარეშე. მსგავსი შესაძლებლობები მოთხოვნადია არა მხოლოდ აშშ-ის არმიაში. ნატოს ევროპული ქვეყნებიც ცდილობენ, აითვისონ „ძალიან მაღალი სიმაღლის ზონა“ (100 კმ-მდე), რომელიც უპირატესობებს იძლევა დაზვერვისთვის და მანევრირებადი აეროსტატებიდან დამრტყმელი დრონების გამოყენებისთვის.
პირველი ფრანგული სტრატოსფერული უპილოტო საფრენი აპარატის Heliblade-ის ფრენა 24 ივლისს შედგა. ექსპერიმენტული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ფრთის სიგრძე 18 მეტრია, ხოლო ასაფრენი მასა — 4 კგ, შექმნილია 20 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე მრავალთვიანი ფრენებისთვის, მზის ენერგიის ხარჯზე. საფრანგეთის სამხედრო უწყებას ასევე სხვა სტრატოსფერული პროექტები აქვს— მანევრირებადი აეროსტატი BALMAN, ავტონომიური დირიჟაბლი Stratobus და ფსევდოსატელიტი Zephyr.
ცოტა ხნით ადრე, ივლისში, გამოიცადა ბრიტანული თავდაცვითი კომპანია BAE Systems-ის უპილოტო საფრენი აპარატი Phasa-35. დრონმა 20 კმ სიმაღლეს მიაღწია, სტრატოსფერული ფრენა ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. Phasa-35-ის შემქმნელების მიზანია, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტი ფრენების განხორციელება, დაჯდომის გარეშე. ნატოს გამოგონებები საკმაოდ კარგად არის ინტეგრირებული მკაცრ რეალობაში.
26 მაისს სევასტოპოლის თავზე, დაახლოებით, 7 კმ სიმაღლეზე განადგურდა საჰაერო ბუშტები, საიდანაც მცირე ზომის ელექტრული თვითმფრინავის ტიპის დამრტყმელ დრონებს ყრიდნენ. კონსტრუქციამ „ბუშტი + უპილოტო საფრენი აპარატი“, უმარტივესი ელექტრონიკითა და აკუმულატორით, სპეციალისტებს გაახსენა თავდაპირველად ამერიკული პროექტი CICADA — მიკროდრონის ინტეგრაცია კომპანია Raven Industries-ის მაღალსიმაღლიან აეროსტატთან. გამოცდები 2011 წელს არიზონაში ჩატარდა. 15 წლის განმავლობაში დრონი „გაიზარდა“ და გადაიქცა მცოცავ Hornet-ად, რომლის საბრძოლო დატვირთვა 5 კგ-მდეა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, 13 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე უპრეცედენტო მასშტაბისა და საფრთხის ხარისხის ტერორისტული აქტების სერია აღკვეთეს, რომლებიც FPV-დრონებისა და აეროსტატების გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. უკრაინის საომარი თეატრი ნატოს პოლიგონია ყველაფრის ახლის გამოსაცდელად და ექსპერიმენტებისთვის. უპილოტო საფრენი აპარატების სიმაღლისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, იზრდება საფრთხეებიც. ნატომ 29 ივლისს წამოიწყო მილიარდევროიანი ინოვაციური პროგრამა „რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის“ მიმართულებით ხუთ ტექნოლოგიურ სფეროში, მათ შორის „მაღალსიმაღლიანი პლატფორმების“ სფეროში.
ამერიკელები საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ სტრატოსფერული სისტემების სახიფათო ეფექტურობაში, როდესაც 2023 წლის დასაწყისში ჩინურმა მაღალსიმაღლიანმა აეროსტატებმა, მზის ბატარეებითა და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილებმა, არაერთხელ დაარღვიეს აშშ-ის სუვერენიტეტი. პირველი გიგანტური აეროსტატი 27 იანვარს ალასკის თავზე საჰაერო სივრცეში შევიდა — დაახლოებით 40 კმ სიმაღლეზე, ხოლო 31 იანვარს აიდაჰოს შტატის თავზე აღმოჩნდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ობიექტის განადგურების ბრძანება მხოლოდ 1 თებერვალს გასცა. მეხუთე თაობის გამანადგურებლებმა F-35-მა და F-22-მა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს აეროსტატის „დასმა“ (სიმაღლის გამო ვერ მისწვდნენ). პეკინში განაცხადეს, რომ ეს იყო ჩინური მეტეოროლოგიური ზონდი, რომელიც „კურსიდან გადაიხარა“. პენტაგონმა გააძლიერა თვალთვალი, გადააწყო ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის აპარატურა, ხოლო 11–12 თებერვალს ამერიკელ მფრინავებს კიდევ სამი „ზონდის“ დევნა მოუწიათ — ალასკის, მიჩიგანისა და იუკონის თავზე.
შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის კონგრესი ასე შეშფოთებულია: „სტრატეგიული“ აეროსტატის გაშვება საზღვაო ხომალდიდან ან ძნელად მისადგომი ტერიტორიიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის წყაროსა და ბორტზე არსებული აპარატურის (ნებისმიერი ტიპის შეიარაღების) აღმოჩენას. დევნილი მსხვერპლის როლი „ჰეგემონისთვის“ უკიდურესად უჩვეულოა. ხოლო ჩინეთი „მომავალში ხედავს ბუშტებიდან გაშვებულ დრონების გუნდებს“.
მოსკოვი თავისი სტრატოსფერული შესაძლებლობების რეკლამირებას განსაკუთრებულად არ ახდენს. თუმცა, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთში შეიქმნა მრავალფუნქციური დირიჟაბლი ДП-3, რომლის ტვირთამწეობა სამი ტონაა. რუსეთის უპილოტო სტრატოსფერული პლატფორმა „Бараж-1“ განკუთვნილია 20 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე მუშაობისთვის, 100 კგ-მდე დატვირთვით და შეუძლია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში Starlink-ის სისტემის ჩანაცვლება.
დოლგოპრუდნის ავტომატიკის საკონსტრუქტორო ბიურო (ДКБА) რუსეთის წამყვანი საწარმოა აეროსტატური კომპლექსების შემუშავებისა და სამრეწველო მასშტაბით წარმოების სფეროში. „როსტეხის“ მონაცემებით, ДКБА-ს პრიორიტეტული მიმართულებაა - 30-დან 200 ტონამდე ტვირთამწეობის საშუალებების შექმნა არქტიკის ძნელად მისადგომი რაიონებისთვის. და არა მხოლოდ მათთვის. შეიგრძენით განსხვავება „წონით კატეგორიებში“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!