რატომ ვერ უზრუნველყოფს საქართველო საკუთარ თავს ადგილობრივი ფქვილით? – ვიდეო

გამოწერა
საქართველო ხორბლისა და ფქვილის თვითკმარი მხოლოდ 15–20%-ით არის უზრუნველყოფილი - პირველ რიგში შესაფერისი მიწის დეფიციტის გამო.
ქვეყანაში ცოტაა დიდი, ვაკე მინდვრები, რომლებიც გამოსადეგია ხორბლის დიდი მოცულობით, რენტაბელური მოყვანისთვის. საქართველოში მარცვლეულის მოყვანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საზღვარგარეთ ყიდვა.
მცირე მოცულობის ფერმერული მეურნეობებისა და საწვავსა და სასუქებზე მაღალი ფასების გამო ადგილობრივი წისქვილკომბინატები ხშირად აჩერებენ მუშაობას, ვინაიდან მათთვის წამგებიანია ძვირი მარცვლეულის ქართველი გლეხებისგან ყიდვა.
წლის განმავლობაში საქართველო მოიხმარს დაახლოებით 650-800 ათას ტონა ფქვილს. საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია - მასზე მოდის მოწოდების დაახლოებით 95%.
ყველა ახალი ამბავი
0