https://sputnik-georgia.com/20260804/permerebi-produqciaze-pasebs-r-sheamcireben-299961073.html
ქართველი ფერმერები პროდუქციაზე ფასებს არ შეამცირებენ – დასახელდა მიზეზი
ქართველი ფერმერები პროდუქციაზე ფასებს არ შეამცირებენ – დასახელდა მიზეზი
Sputnik საქართველო
2026 წლის ივლისში სურსათზე ფასები, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა. 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T23:00+0400
2026-08-04T23:00+0400
2026-08-04T23:21+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404483_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4cc57911fc84c484636e901bc0327d81.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. უახლოეს დღეებში აგროპროდუქციაზე ფასების კლება მოსალოდნელი არ არის, – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა.2026 წლის ივლისში სურსათზე ფასები, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა.მისი თქმით, აგროპროდუქტციაზე ფასები მხოლოდ შიდა ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც ქვეყანა იმპორტზეა მიბმული, მათ შორის იმ ნედლეულზე, მასალებსა და სხვა რესურსებზე, რომლებიც აუცილებელია პროდუქციის წარმოებისა და ბაზარზე მიწოდებისთვის.„პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო რესურსებზე ფასების ზრდის გამო, გაიზარდა პროდუქტის თვითღირებულება და, შესაბამისად, ფერმერმა პროდუქცია უფრო ძვირად უნდა გაყიდოს, რომ მოგება არ დაკარგოს“, – აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ივლისი 2025 წლის ივლისთან) 5,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404483_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_400231026135dfed7c6b16677dcf17c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი ფერმერები პროდუქციაზე ფასებს არ შეამცირებენ – დასახელდა მიზეზი
23:00 04.08.2026 (განახლებულია: 23:21 04.08.2026) 2026 წლის ივლისში სურსათზე ფასები, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. უახლოეს დღეებში აგროპროდუქციაზე ფასების კლება მოსალოდნელი არ არის, – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა.
2026 წლის ივლისში სურსათზე ფასები, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა.
„ფასების პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ზეწოლა ძლიერდება და უახლოეს მომავალში აგროპროდუქტებზე ფასების შემცირების ტენდენციას ვერ ვხედავთ. ეს უკავშირდება იმ რისკებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ისედაც არსებობს და კიდევ უფრო მწვავდება: გაიზარდა საწვავის ფასები, გაძვირდა მუშახელი, სასოფლო-სამეურნეო რესურსები, მომსახურება და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიზარდა ყველა ძირითადი კომპონენტი, რაც, მთლიანობაში, განსაზღვრავს კიდეც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებს“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
მისი თქმით, აგროპროდუქტციაზე ფასები მხოლოდ შიდა ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც ქვეყანა იმპორტზეა მიბმული, მათ შორის იმ ნედლეულზე, მასალებსა და სხვა რესურსებზე, რომლებიც აუცილებელია პროდუქციის წარმოებისა და ბაზარზე მიწოდებისთვის.
„პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო რესურსებზე ფასების ზრდის გამო, გაიზარდა პროდუქტის თვითღირებულება და, შესაბამისად, ფერმერმა პროდუქცია უფრო ძვირად უნდა გაყიდოს, რომ მოგება არ დაკარგოს“, – აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ივლისი 2025 წლის ივლისთან) 5,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.