„რატომ მაინცდამაინც ახლა?“ – კობახიძე ქართული ოპოზიციის რუსოფობიაზე

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ანტირუსული რიტორიკა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოზე გარე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილის რადიკალური ანტირუსული რიტორიკა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაჩნდა და არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რადგანაც ეს ძალები „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და გარედან მიღებულ მითითებებს ასრულებენ, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ, ხელისუფლება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას არ ატარებდა — პირიქით, ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ კავშირებს ავითარებდა, ქვეყანაში იწვევდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს, ასევე ხელს უწყობდა რუსული კაპიტალის შემოდინებას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების წარმომადგენლებს იმ პერიოდში ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი არ გამოუხატავთ. მისი თქმით, ამ პოლიტიკური ძალების რადიკალური ანტირუსული რიტორიკა მხოლოდ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაჩნდა.
„აშკარაა, რომ „გლობალურ ომის პარტიას" სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა", - აღნიშნა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში ტერმინებს „გლობალური ომის პარტია" და Deep state სინონიმებად იყენებენ. „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას", „რადიკალური ოპოზიციას", ასევე „ლოკალურ ომის პარტიას" ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მის თანამოაზრეებს უწოდებენ. ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, რევოლუციის მოწყობას და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
პრემიერმა ასევე არაგულწრფელი უწოდა ოპოზიციის ნაწილის ანტირუსულ პოზიციას. მისი აზრით, ამგვარი პოზიციის მიზეზი მხოლოდ რუსული აგრესია რომ ყოფილიყო, მაშინ რადიკალური ანტირუსული განწყობები ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა?", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც დღეს ანტირუსული განცხადებებით გამოდიან, უგულებელყოფენ მათ პოზიციასთან წინააღმდეგობაში მყოფ ფაქტებს.
პრემიერის თქმით, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ დაიწყო ანტირუსული რიტორიკის აქტიური გამოყენება მაინცდამაინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და არა 2008 წლის მოვლენების შემდეგ? კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ხსნის „ამ ალოგიკურობას“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პატრიოტია და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მთავარ მოთხოვნად მშვიდობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება რჩება.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0