https://sputnik-georgia.com/20260804/dushetshi-brakonierobis-paqti-gamoavlines-299948014.html
დუშეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
დუშეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ელექტროიარაღით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T15:28+0400
2026-08-04T15:28+0400
2026-08-04T15:28+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე მოქალაქეები თევზს ელექტროიარაღის გამოყენებით იჭერდნენ. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მცხეთა-მთიანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 50-მდე ფაქტი გამოვლინდა. ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც წყლის ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა. სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დუშეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
ელექტროიარაღით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე მოქალაქეები თევზს ელექტროიარაღის გამოყენებით იჭერდნენ.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მცხეთა-მთიანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 50-მდე ფაქტი გამოვლინდა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც წყლის ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.