საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდათ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხორცის შემოწმება
ხორცის შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქარელის რაიონის საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდების საქმეზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, კომპანიებმა „ბი ჯი ემ 1“-მა და „ქართული ხორცპროდუქტების ფერმამ“ ქარელის რაიონში საქონლის ხორცის მიწოდებაზე ტენდერი მოიგეს. კომპანიების დირექტორებმა 2026 წლის მაისში საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი მიაწოდეს და შედეგად დიდი ოდენობით ფულს დაეუფლნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0