https://sputnik-georgia.com/20260803/xarzianis-saqmeze-udesiani-da-muxadze-damnashaved-cnes-299938604.html
ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე უდესიანი და მუხაძე დამნაშავედ ცნეს
ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე უდესიანი და მუხაძე დამნაშავედ ცნეს
Sputnik საქართველო
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T19:23+0400
2026-08-03T19:23+0400
2026-08-03T19:23+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმის მასალების მიხედვით, 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2011 წელს ბესო ხარძიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. პროკურატურის ცნობით, ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული ბიზნესმენი, დაეთმო კუს ტბის წილები. „აღნიშნული პირები თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე გიორგი ხარძიანზე“, - ნათქვამია განცხადებაში. საბოლოოდ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 25, 144-ე პრიმა (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლებით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე კი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ფარიდ გურბანოვი მას სადარბაზოში შეჰყვა და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თავის არეში. ბიზნესმენი 2015 წლის 28 მარტს მივიდა მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას სადარბაზოში შეჰყვა და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თავის არეში. ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა იმავე დღეს დატოვეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება 2024 წელს განხორციელდა. ფარიდ გურბანოვი მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე უდესიანი და მუხაძე დამნაშავედ ცნეს
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალების მიხედვით, 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2011 წელს ბესო ხარძიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს.
„ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა, დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული ბიზნესმენი, დაეთმო კუს ტბის წილები.
„აღნიშნული პირები თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე გიორგი ხარძიანზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
საბოლოოდ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 25, 144-ე პრიმა (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლებით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე კი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ფარიდ გურბანოვი მას სადარბაზოში შეჰყვა და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თავის არეში.
ბიზნესმენი 2015 წლის 28 მარტს მივიდა მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას სადარბაზოში შეჰყვა და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თავის არეში.
ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა იმავე დღეს დატოვეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება 2024 წელს განხორციელდა.
ფარიდ გურბანოვი მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.