https://sputnik-georgia.com/20260803/ruset-ukrainis-konfliqti-300021954.html
მიმოხილვა: ივლისის ოპტიმისტური შედეგები
მიმოხილვა: ივლისის ოპტიმისტური შედეგები
Sputnik საქართველო
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის შეტევა, დასავლური კოალიციის ფაციფუცის, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, ჩქარდება. ფაქტები ჯიუტია... 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T12:44+0400
2026-08-03T12:44+0400
2026-08-08T09:46+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/04/299954884_0:106:3072:1834_1920x0_80_0_0_dd27b056e494dd1528d559012514c571.jpg
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის შეტევა, დასავლური კოალიციის ფაციფუცის, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, ჩქარდება. ფაქტები ჯიუტია: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ივლისში გათავისუფლებული ტერიტორიების რაოდენობით რეკორდი დაამყარეს — 728 კვ. კმ-ზე მეტი. ეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თვის საუკეთესო შედეგია და მოწინააღმდეგის თავდაცვის ყველაზე დიდი ჩავარდნაა დონბასში, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე.რუსეთის შეიარაღებული ძალები მყარად ფლობენ ინიციატივას ფრონტის მთელ 1300-კილომეტრიან ხაზზე. ივნისში გაათავისუფლეს 29 დასახლებული პუნქტი (636 კვ. კმ), ივლისში — 32 დასახლებული პუნქტი, რომელთაგან 13 ხარკოვის ოლქშია. ამასთან, ივლისში, მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბანდერელევებისგან 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. დონბასის უკრაინული ჯარებისგან სრულად გაწმენდის მნიშვნელოვანი ეტაპი 3 ივლისს ქალაქ კონსტანტინოვკის გათავისუფლებაა. ამ წარმატებამ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს საშუალება მისცა, სხვადასხვა მიმართულებიდან უფრო აქტიურად წასულიყვნენ სლავიანსკ-კრამატორსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული რაიონისკენ. ალყის რკალი შეუქცევადად ვიწროვდება, ცალკეულ მონაკვეთებზე რუსეთის ჯარები აგლომერაციის ქალაქების განაპირებიდან სულ რაღაც 4–5 კმ-ში იმყოფებიან. გარდა ამისა, 4 ივლისიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ დობროპოლიეში, რაც წარმატების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.ივლისში საბრძოლო მოქმედებების პრინციპულად ახალი ელემენტები გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოწინააღმდეგის ობიექტებზე კიევში, ოდესისა და ნიკოლაევის პორტებში. აგრეთვე უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების მქონე საზღვაო გემებზე განხორციელებული გეგმაზომიერი (ყოველდღიური) მასირებული და ჯგუფური დარტყმები. ივლისში, ზღვაზე გადაადგილებისას, რეიდზე ან ნავსადგურში დაზიანდა უკრაინის საზღვაო ძალების დამხმარე ფლოტის 86 გემი: კონტეინერმზიდები, მშრალი ტვირთმზიდები, ტანკერები, ბუქსირები. ფაქტობრივად, უკრაინის საზღვაო ბლოკადა დამყარდა. კიევის რეჟიმისთვის ნატოს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის „რკინის ნაკადის“ 90 პროცენტამდე გადაკეტილია. აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას დასავლეთის ორმოცდაათი ქვეყნის გაერთიანებული სამხედრო-სამრეწველო წინააღმდეგობის პირობებში ახორციელებენ.კიევზე მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და დიდი სიშორის დრონებით განხორციელებული მასირებული დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას ამცირებს, აჩქარებს რუსეთის ჯარების წინსვლას დონბასში, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ხარკოვის ოლქებში. მოწინააღმდეგე უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ 6 ივლისს კიევის მახლობლად, ქალაქ ვიშნევოეში სარაკეტო შეიარაღების საწყობზე განხორციელებულმა დარტყმამ ნატოს ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარი „გაანადგურა“. ხმეელნიცკში 31 ივლისი, არსენალის კიდევ ერთი აპოკალიფსური აფეთქების შედეგად, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ათობით მებრძოლისთვის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა.ოდესის ივლისის საზღვაო ბლოკადა და რუსეთის ჯარების მიერ სუმის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში უსაფრთხოების ზონის თავდაჯერებული გაფართოება, შეიძლება ამ რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების დასაწყისი გახდეს. აშშ-ისა და ნატოს მცდელობები, წინააღმდეგობა გაუწიონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეუქცევად მიმდინარეობას კიევის (ტერორისტული) კლოუნადის მეშვეობით, „რუსეთის მშვიდობისკენ 40 დღეში იძულების“ სტილში, არაკონსტრუქციულია, ისევე, როგორც მთელი დაუფიქრებელი სტრატეგია „ესკალაცია დეესკალაციისთვის“.ევროპა შეშფოთებულია „მსურველთა კოალიციის“ (უკრაინისთვის განკუთვნილი ნატოს ჯარების დაჯგუფების) შესაძლო დაშლით, სამხედრო სტრუქტურების ფორმირებამდე დიდი ხნით ადრე, პოლიტიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური მიზეზების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე „კოალიცია“ თავიდანვე განწირულია იმისათვის, რომ დაუცველ სამიზნედ იქცეს „ისკანდერებისთვის“, „ცირკონებისთვის“, „გერანებისთვის“ და სხვა საშუალებებისთვის. „მსურველთა კოალიციის“ სამიტმა პარიზში, 13 ივლისს მხოლოდ ანტირუსული ერთიანობის ილუზია (37 ქვეყანა) შექმნა, რომელიც რუსეთის მიერ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ჯარებზე პირველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ გაქრება.ივლისში კიევზე განხორციელებულმა მასირებულმა დარტყმებმა გამოავლინა ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემის კრიზისი, რომელიც აშშ-ის ტექნოლოგიებს ეფუძნება. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot ადრეც ვერ უმკლავდებოდა ამოცანებს, ხოლო ორმა ომმა — უკრაინაში და ირანში — ყველასთვის ცხადი გახადა, რომ ამერიკელებს, რამდენიმე კონფლიქტის ერთდროულად მიმდინარეობის პირობებში, მოკავშირეებისა და მარიონეტების საზენიტო რაკეტებით უზრუნველყოფა არ შეუძლიათ. მიზეზი ის არის, რომ მათ წელიწადში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის 600-ზე მეტი საბრძოლო მასალის ერთეულის წარმოება არ სძალუდ. არანაირი ფულის ფასად, საიდუმლო წარმოების ტექნოლოგიების გადაცემისთვისაც ისინი მზად არ არიან. ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის სიმტკიცე პრაქტიკაში ჯერ არავის შეუმოწმებია. თუმცა, იქ პრობლემები არსებობს. ნატოს ყველა ქვეყანა თანაბრად დაუცველია რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტების წინაშე და Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ვერ დაეხმარება „ამერიკის სიდიადის დაბრუნებას“. პენტაგონი შორეულ პერსპექტივაში PAC-3-ის საზენიტო რაკეტების წარმოების სამჯერ გაზრდას ვარაუდობს. თუმცა, თანამედროვე ომისთვის ესეც არასაკმარისია. ნატოს სამიტმა ანკარაში 7–8 ივლისს მხოლოდ ასახა ჩაძირულის სასოწარკვეთილი სურვილი, ხავსს ჩაეჭიდოს. დასავლეთმა რუსეთთან პროქსი-ომი ტექნოლოგიურად წააგო.31 ივლისის მდგომარეობით, რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს: 673 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 193 ათასი უპილოტო საფრენი აპარატი, 669 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 30 380 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 1766 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, მოწინააღმდეგის არტილერიის 35 963 ერთეული. ხოლო 25 ივლისს, კიევში ამერიკული სამხედრო ქარხნის (უპილოტო საფრენი აპარატების ამწყობი „Terminal Autonomy“) სარაკეტო დარტყმით განადგურება „დამაფიქრებელი ინფორმაციაა“ ყველა მსურველისთვის, ვინც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის ველზე შეხვედრას აპირებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/04/299954884_74:0:2805:2048_1920x0_80_0_0_bccecb4a1db7922108faeb07f67a36dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის შეტევა, დასავლური კოალიციის ფაციფუცის, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, ჩქარდება. ფაქტები ჯიუტია: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ივლისში გათავისუფლებული ტერიტორიების რაოდენობით რეკორდი დაამყარეს — 728 კვ. კმ-ზე მეტი. ეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თვის საუკეთესო შედეგია და მოწინააღმდეგის თავდაცვის ყველაზე დიდი ჩავარდნაა დონბასში, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალები მყარად ფლობენ ინიციატივას ფრონტის მთელ 1300-კილომეტრიან ხაზზე. ივნისში გაათავისუფლეს 29 დასახლებული პუნქტი (636 კვ. კმ), ივლისში — 32 დასახლებული პუნქტი, რომელთაგან 13 ხარკოვის ოლქშია. ამასთან, ივლისში, მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბანდერელევებისგან 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. დონბასის უკრაინული ჯარებისგან სრულად გაწმენდის მნიშვნელოვანი ეტაპი 3 ივლისს ქალაქ კონსტანტინოვკის გათავისუფლებაა. ამ წარმატებამ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს საშუალება მისცა, სხვადასხვა მიმართულებიდან უფრო აქტიურად წასულიყვნენ სლავიანსკ-კრამატორსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული რაიონისკენ. ა
ლყის რკალი შეუქცევადად ვიწროვდება, ცალკეულ მონაკვეთებზე რუსეთის ჯარები აგლომერაციის ქალაქების განაპირებიდან სულ რაღაც 4–5 კმ-ში იმყოფებიან. გარდა ამისა, 4 ივლისიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ დობროპოლიეში, რაც წარმატების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ივლისში საბრძოლო მოქმედებების პრინციპულად ახალი ელემენტები გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოწინააღმდეგის ობიექტებზე კიევში, ოდესისა და ნიკოლაევის პორტებში. აგრეთვე უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების მქონე საზღვაო გემებზე განხორციელებული გეგმაზომიერი (ყოველდღიური) მასირებული და ჯგუფური დარტყმები.
ივლისში, ზღვაზე გადაადგილებისას, რეიდზე ან ნავსადგურში დაზიანდა უკრაინის საზღვაო ძალების დამხმარე ფლოტის 86 გემი: კონტეინერმზიდები, მშრალი ტვირთმზიდები, ტანკერები, ბუქსირები. ფაქტობრივად, უკრაინის საზღვაო ბლოკადა დამყარდა. კიევის რეჟიმისთვის ნატოს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის „რკინის ნაკადის“ 90 პროცენტამდე გადაკეტილია. აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას დასავლეთის ორმოცდაათი ქვეყნის გაერთიანებული სამხედრო-სამრეწველო წინააღმდეგობის პირობებში ახორციელებენ.
კიევზე მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და დიდი სიშორის დრონებით განხორციელებული მასირებული დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას ამცირებს, აჩქარებს რუსეთის ჯარების წინსვლას დონბასში, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ხარკოვის ოლქებში. მოწინააღმდეგე უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ 6 ივლისს კიევის მახლობლად, ქალაქ ვიშნევოეში სარაკეტო შეიარაღების საწყობზე განხორციელებულმა დარტყმამ ნატოს ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარი „გაანადგურა“. ხმეელნიცკში 31 ივლისი, არსენალის კიდევ ერთი აპოკალიფსური აფეთქების შედეგად, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ათობით მებრძოლისთვის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა.
ოდესის ივლისის საზღვაო ბლოკადა და რუსეთის ჯარების მიერ სუმის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში უსაფრთხოების ზონის თავდაჯერებული გაფართოება, შეიძლება ამ რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების დასაწყისი გახდეს. აშშ-ისა და ნატოს მცდელობები, წინააღმდეგობა გაუწიონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეუქცევად მიმდინარეობას კიევის (ტერორისტული) კლოუნადის მეშვეობით, „რუსეთის მშვიდობისკენ 40 დღეში იძულების“ სტილში, არაკონსტრუქციულია, ისევე, როგორც მთელი დაუფიქრებელი სტრატეგია „ესკალაცია დეესკალაციისთვის“.
ევროპა შეშფოთებულია „მსურველთა კოალიციის“ (უკრაინისთვის განკუთვნილი ნატოს ჯარების დაჯგუფების) შესაძლო დაშლით, სამხედრო სტრუქტურების ფორმირებამდე დიდი ხნით ადრე, პოლიტიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური მიზეზების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე „კოალიცია“ თავიდანვე განწირულია იმისათვის, რომ დაუცველ სამიზნედ იქცეს „ისკანდერებისთვის“, „ცირკონებისთვის“, „გერანებისთვის“ და სხვა საშუალებებისთვის. „მსურველთა კოალიციის“ სამიტმა პარიზში, 13 ივლისს მხოლოდ ანტირუსული ერთიანობის ილუზია (37 ქვეყანა) შექმნა, რომელიც რუსეთის მიერ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ჯარებზე პირველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ გაქრება.
ივლისში კიევზე განხორციელებულმა მასირებულმა დარტყმებმა გამოავლინა ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემის კრიზისი, რომელიც აშშ-ის ტექნოლოგიებს ეფუძნება. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot ადრეც ვერ უმკლავდებოდა ამოცანებს, ხოლო ორმა ომმა — უკრაინაში და ირანში — ყველასთვის ცხადი გახადა, რომ ამერიკელებს, რამდენიმე კონფლიქტის ერთდროულად მიმდინარეობის პირობებში, მოკავშირეებისა და მარიონეტების საზენიტო რაკეტებით უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.
მიზეზი ის არის, რომ მათ წელიწადში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის 600-ზე მეტი საბრძოლო მასალის ერთეულის წარმოება არ სძალუდ. არანაირი ფულის ფასად, საიდუმლო წარმოების ტექნოლოგიების გადაცემისთვისაც ისინი მზად არ არიან. ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის სიმტკიცე პრაქტიკაში ჯერ არავის შეუმოწმებია. თუმცა, იქ პრობლემები არსებობს.
ნატოს ყველა ქვეყანა თანაბრად დაუცველია რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტების წინაშე და Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ვერ დაეხმარება „ამერიკის სიდიადის დაბრუნებას“. პენტაგონი შორეულ პერსპექტივაში PAC-3-ის საზენიტო რაკეტების წარმოების სამჯერ გაზრდას ვარაუდობს. თუმცა, თანამედროვე ომისთვის ესეც არასაკმარისია. ნატოს სამიტმა ანკარაში 7–8 ივლისს მხოლოდ ასახა ჩაძირულის სასოწარკვეთილი სურვილი, ხავსს ჩაეჭიდოს. დასავლეთმა რუსეთთან პროქსი-ომი ტექნოლოგიურად წააგო.
31 ივლისის მდგომარეობით, რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს: 673 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 193 ათასი უპილოტო საფრენი აპარატი, 669 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 30 380 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 1766 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, მოწინააღმდეგის არტილერიის 35 963 ერთეული. ხოლო 25 ივლისს, კიევში ამერიკული სამხედრო ქარხნის (უპილოტო საფრენი აპარატების ამწყობი „Terminal Autonomy“) სარაკეტო დარტყმით განადგურება „დამაფიქრებელი ინფორმაციაა“ ყველა მსურველისთვის, ვინც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის ველზე შეხვედრას აპირებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!