https://sputnik-georgia.com/20260803/premieri-studentebis-dapinansebaze-299933007.html
შეინარჩუნებენ თუ არა სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას: პრემიერმა ახალი წესები დაასახელა
შეინარჩუნებენ თუ არა სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას: პრემიერმა ახალი წესები დაასახელა
Sputnik საქართველო
სწავლება ქვეყანაში უფასო იქნება, თუმცა აკადემიური მოსწრება პირდაპირ გავლენას მოახდენს სახელმწიფო დაფინანსების მოცულობაზე. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T14:58+0400
2026-08-03T14:58+0400
2026-08-03T14:58+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/63/233936311_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_53deb28f23df38b62e7f1048a1b64fef.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება, თუმცა სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, რომლებიც სასწავლო პროგრამას წარმატებით აითვისებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.მისი თქმით, თუ სტუდენტი ერთ სემესტრში ორ საგანს ვერ ჩააბარებს, ეს ნიშნავს, რომ ის საკმარისად არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში.როგორც ადრე განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტებმა თითოეულ საგანში კრედიტები უნდა დააგროვონ, ამისთვის საკმარისია მინიმალური – 51%-იანი ბარიერის გადალახვა. მისი თქმით, თუ სტუდენტმა კრედიტების საჭირო რაოდენობა დააგროვა, სახელმწიფო სწავლის საფასურის გადახდას მიღებული შეფასების მიუხედავად გააგრძელებს.კრედიტი – ეს არის უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობის შესაფასებლად გამოიყენება. იგი ასახავს სასწავლო დატვირთვის საერთო მოცულობას, რომელიც საშუალო სტატისტიკურ სტუდენტს დისციპლინის ასათვისებლად სჭირდება.კრედიტები მოიცავს ლექციებს, სემინარებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, კოლოქვიუმებს, კვლევით პროექტებსა და გამოცდების ჩაბარებას. ერთი საგანი საშუალოდ 3-6 კრედიტით ფასდება. სტანდარტული სასწავლო წელი 80 კრედიტისგან შედგება (40-40 კრედიტი შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებზე). ამგვარად, სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტმა სემესტრში მინიმუმ 40 კრედიტი უნდა დააგროვოს.2026 წელს აბიტურიენტებს ექნებათ უფლება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობის 23 ათასი უფასო ადგილი დაიკავონ. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური, სპეციალობის მიხედვით, წელიწადში 2,2 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობს.ქვეყანაში 64 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, რომელთაგან 19 სახელმწიფო, ხოლო 45 – კერძო სასწავლებელია. უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა (64%) თბილისში მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/63/233936311_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_f55f1bc552be585e0e495cabdc73c3bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
შეინარჩუნებენ თუ არა სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას: პრემიერმა ახალი წესები დაასახელა
სწავლება ქვეყანაში უფასო იქნება, თუმცა აკადემიური მოსწრება პირდაპირ გავლენას მოახდენს სახელმწიფო დაფინანსების მოცულობაზე.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება, თუმცა სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, რომლებიც სასწავლო პროგრამას წარმატებით აითვისებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.
„გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ სტუდენტი ერთ სემესტრში ორ საგანს ვერ ჩააბარებს, ეს ნიშნავს, რომ ის საკმარისად არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში.
„ამ შემთხვევაში უკვე გათვალისწინებულია მესამე სემესტრიდან დაფინანსების შემცირება, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის მოტივაციის გაზრდა სტუდენტებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ადრე განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტებმა თითოეულ საგანში კრედიტები უნდა დააგროვონ, ამისთვის საკმარისია მინიმალური – 51%-იანი ბარიერის გადალახვა. მისი თქმით, თუ სტუდენტმა კრედიტების საჭირო რაოდენობა დააგროვა, სახელმწიფო სწავლის საფასურის გადახდას მიღებული შეფასების მიუხედავად გააგრძელებს.
კრედიტი – ეს არის უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობის შესაფასებლად გამოიყენება. იგი ასახავს სასწავლო დატვირთვის საერთო მოცულობას, რომელიც საშუალო სტატისტიკურ სტუდენტს დისციპლინის ასათვისებლად სჭირდება.
კრედიტები მოიცავს ლექციებს, სემინარებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, კოლოქვიუმებს, კვლევით პროექტებსა და გამოცდების ჩაბარებას. ერთი საგანი საშუალოდ 3-6 კრედიტით ფასდება. სტანდარტული სასწავლო წელი 80 კრედიტისგან შედგება (40-40 კრედიტი შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებზე). ამგვარად, სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტმა სემესტრში მინიმუმ 40 კრედიტი უნდა დააგროვოს.
2026 წელს აბიტურიენტებს ექნებათ უფლება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობის 23 ათასი უფასო ადგილი დაიკავონ. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური, სპეციალობის მიხედვით, წელიწადში 2,2 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობს.
ქვეყანაში 64 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, რომელთაგან 19 სახელმწიფო, ხოლო 45 – კერძო სასწავლებელია. უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა (64%) თბილისში მდებარეობს.