https://sputnik-georgia.com/20260803/kobaxidze-shovis-tragediaze-299939615.html
თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია: კობახიძე შოვის ტრაგედიაზე
თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია: კობახიძე შოვის ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T21:00+0400
2026-08-03T21:00+0400
2026-08-03T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
მეწყერი რაჭაში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247606_0:66:1600:966_1920x0_80_0_0_6e0ef939433255af1587815de3c1654e.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან.დღეს სამი წელი გავიდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს. ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც სასულიერო პირებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გადაიხადეს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები.„მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები, სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე ჩართული, შსს იყო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო კონცენტრირებული თითოეული სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს, პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები“, – აღნიშნა კობახიძემ.შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარ ბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247606_181:0:1600:1064_1920x0_80_0_0_825f11f8af0ec3a1aa1ba22fe332784c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, ახალი ამბები
თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია: კობახიძე შოვის ტრაგედიაზე
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან.
დღეს სამი წელი გავიდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.
ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც სასულიერო პირებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გადაიხადეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.
„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ”, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები.
„მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები, სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე ჩართული, შსს იყო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო კონცენტრირებული თითოეული სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს, პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები“, – აღნიშნა კობახიძემ.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარ ბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.
ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.