https://sputnik-georgia.com/20260803/kobaxidze-axali-mozraobis-shesaxeb-299931575.html
კობახიძე: ოპოზიცია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების სახელების დაცვის წინააღმდეგ გამოდის
კობახიძე: ოპოზიცია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების სახელების დაცვის წინააღმდეგ გამოდის
Sputnik საქართველო
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნადაც ქართული ფასეულობების... 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T12:59+0400
2026-08-03T12:59+0400
2026-08-03T12:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:197:2048:1349_1920x0_80_0_0_75fba9543355bdcd7539f04a1ae2b5af.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში აგენტურაა, ეწინააღმდეგება ქვეყნის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ხსოვნისა და სახელის დაცვის ინიციატივებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნადაც ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა. ახალი მოძრაობის შექმნა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მსგავსმა ინიციატივებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.მისი თქმით, ამ ძალების საერთო მიზანია საქართველოს ეროვნული იდენტობის შელახვის მცდელობა.„მათ აქვთ საერთო ინტერესი და საერთო დაკვეთა, რომელსაც საერთო მფარველებისგან იღებენ. ეს დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი გზით შეეცადონ შეარყიონ ჩვენი ეროვნული იდენტობა“, – აღნიშნა კობახიძემ.მოძრაობის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაასახელეს, მათ შორის სკანდალი სტენდაფ-კომიკოს ონისე ოქრიაშვილის გარშემო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იუმორისტული პოდკასტის დროს მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ოქრიაშვილი ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:5:2048:1541_1920x0_80_0_0_e57f53d650002c5b5a15236e35c0fae2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
კობახიძე: ოპოზიცია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების სახელების დაცვის წინააღმდეგ გამოდის
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნადაც ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში აგენტურაა, ეწინააღმდეგება ქვეყნის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ხსოვნისა და სახელის დაცვის ინიციატივებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნადაც ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა. ახალი მოძრაობის შექმნა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მსგავსმა ინიციატივებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.
„ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ძალების საერთო მიზანია საქართველოს ეროვნული იდენტობის შელახვის მცდელობა.
„მათ აქვთ საერთო ინტერესი და საერთო დაკვეთა, რომელსაც საერთო მფარველებისგან იღებენ. ეს დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი გზით შეეცადონ შეარყიონ ჩვენი ეროვნული იდენტობა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მოძრაობის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაასახელეს, მათ შორის სკანდალი სტენდაფ-კომიკოს ონისე ოქრიაშვილის გარშემო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იუმორისტული პოდკასტის დროს მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ოქრიაშვილი ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.