საქართველოს კალათბურთის ნაკრები აგვისტოში ოთხ მატჩს გამართავს

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2026
გამოწერა
მეორე ჯგუფური ეტაპი გაიმართება 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის აგვისტოში 4 მატჩს გამართავს, საიდანაც ორი ამხანაგური, ორი კი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოფიციალური შეხვედრაა, იუწყება პირველი არხი.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპს მონტენეგროსთან თბილისური მატჩით იწყებს. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ეროვნული გუნდი პორტუგალიაში გამართავს შეხვედრას.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები აგვისტოში ოთხ მატჩს გამართავს

თარიღი

მატჩის ტიპი

მეტოქე

ლოკაცია

19 აგვისტო

დახურული ამხანაგური

ლიბანი

თბილისი

23 აგვისტო

ღია ამხანაგური

ისრაელი

თბილისი

28 აგვისტო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი

მონტენეგრო

თბილისი (თბილისი არენა)

31 აგვისტო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი

პორტუგალია

პორტუგალია (პორტუ)

საქართველო-ისრაელის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა – 3 აგვისტოს, ხოლო საქართველო-მონტენეგროს თამაშის ბილეთების გაყიდვა 10 აგვისტოს biletebi.ge-ზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ ორი მოგებითა და ოთხი წაგებით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა. უკრაინა 4-2 ანგარიშით კვლავ იბრძვის, ესპანეთს 5-1 აქვს, ხოლო დანია, რომელსაც რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს, ტურნირს გამოეთიშა.
შემდეგ ეტაპზე საქართველო, ესპანეთი და უკრაინა B ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელთა შორისაა საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და რუმინეთი.
მეორე ჯგუფური ეტაპი 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0