საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება: ბილეთების გაყიდვა დაიწყო

© Georgian Basketball Federationკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2026
გამოწერა
მეორე ჯგუფური ეტაპი გაიმართება 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 23 აგვისტოს ისრაელის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო, იუწყება პირველი არხი.
ეროვნული ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩს 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში გამართავს. თამაში 23 აგვისტოს, 19:15 საათზე „ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში“ გაიმართება.
საქართველო-ისრაელის მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი biletebi.ge-ზე 15-დან 60 ლარამდე მერყეობს. საქართველო-მონტენეგროს თამაშის ბილეთების გაყიდვა კი 10 აგვისტოს დაიწყება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს გამართავს, საიდანაც ორი ამხანაგური, ორი კი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოფიციალური შეხვედრაა.
ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპს მონტენეგროსთან თბილისური მატჩით იწყებს. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ეროვნული გუნდი პორტუგალიაში გამართავს შეხვედრას.
ოფიციალურ მატჩებამდე ნაკრები 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ ორი მოგებითა და ოთხი წაგებით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა. უკრაინა 4-2 ანგარიშით კვლავ იბრძვის, ესპანეთს 5-1 აქვს, ხოლო დანია, რომელსაც რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს, ტურნირს გამოეთიშა.
შემდეგ ეტაპზე საქართველო, ესპანეთი და უკრაინა B ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელთა შორისაა საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და რუმინეთი.
მეორე ჯგუფური ეტაპი 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0