https://sputnik-georgia.com/20260803/gastronomiis-erovnuli-saagentos-tavmjdomare-dainishna-299932707.html
ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს
ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს
Sputnik საქართველო
გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობისა და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T16:52+0400
2026-08-03T16:52+0400
2026-08-03T16:52+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/13/299230449_0:0:1152:648_1920x0_80_0_0_9329f65b24c077dfb305fa6a6fc0eac7.jpg
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“თავმჯდომარედ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების, აგრეთვე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით შეიქმნა.სამინისტროს ცნობით, ლევან ქარუმიძესმრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მათ შორის, 2020-2024 წლებში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.ქარუმიძეს აქვს საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, რომლებსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.სააგენტოში შეიქმნება რამდენიმე დეპარტამენტი და სამსახური:სამინისტროს ცნობით, სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლის მოსახლეობის შემოსავლებს და სტიმულს მისცემს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/13/299230449_49:0:1073:768_1920x0_80_0_0_e0d354094604ce64fc8bb1c00406d2e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს
გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობისა და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“თავმჯდომარედ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების, აგრეთვე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით შეიქმნა.
სამინისტროს ცნობით, ლევან ქარუმიძესმრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მათ შორის, 2020-2024 წლებში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
ქარუმიძეს აქვს საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, რომლებსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
სააგენტოში შეიქმნება რამდენიმე დეპარტამენტი და სამსახური:
გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი
გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტი
გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი
გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური
გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
სამინისტროს ცნობით, სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლის მოსახლეობის შემოსავლებს და სტიმულს მისცემს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.