https://sputnik-georgia.com/20260803/erovnulma-bankma-saertashoriso-agiareba-moipova-299939103.html
ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკს ჯილდო გადაეცა ფინანსური ინოვაციების, ღია ბანკინგისა და რეგულირების ლაბორატორიის წარმატებული დანერგვისთვის. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T20:00+0400
2026-08-03T20:00+0400
2026-08-03T20:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation – Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოცემა Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე მოპოვებული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა. როგორც განცხადებაშია აღნიშული, საერთაშორისო ჯილდოს შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკის მიდგომას, რომლის მიზანია არა მხოლოდ ინოვაციების მხარდაჭერა, არამედ ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლებსა და ბაზარს რეალურ სარგებელს მოუტანს. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ღია ბანკინგის Onboarding API-ს, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ანგარიშის გახსნის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა. Global Banking & Finance Awards® საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ფინანსური სექტორის წამყვან ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ინოვაციების, ლიდერობისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. ჯილდოს მიზანია იმ ინიციატივების აღიარება, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ფინანსური სექტორის განვითარებასა და ტრანსფორმაციაში. უწყების განცხადებით, აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ინოვაციების მხარდაჭერისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ეროვნულმა ბანკს ჯილდო გადაეცა ფინანსური ინოვაციების, ღია ბანკინგისა და რეგულირების ლაბორატორიის წარმატებული დანერგვისთვის.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation – Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოცემა Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე მოპოვებული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.
„ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, კონკურენციის გაძლიერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგულირების ლაბორატორიას, რომელიც ფინტექ კომპანიებსა და ფინანსურ სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რეალურ გარემოში გამოცადონ ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშული, საერთაშორისო ჯილდოს შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკის მიდგომას, რომლის მიზანია არა მხოლოდ ინოვაციების მხარდაჭერა, არამედ ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლებსა და ბაზარს რეალურ სარგებელს მოუტანს.
„ამ მიდგომის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგისა და რეგულირების ლაბორატორიის მეშვეობით ხელი შეუწყო ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ციფრული ფინანსური მომსახურებების ხელმისაწვდომობა, გაზარდა კონკურენცია და შექმნა ახალი შესაძლებლობები ფინტექ სექტორისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ღია ბანკინგის Onboarding API-ს, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ანგარიშის გახსნის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა.
Global Banking & Finance Awards® საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ფინანსური სექტორის წამყვან ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ინოვაციების, ლიდერობისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. ჯილდოს მიზანია იმ ინიციატივების აღიარება, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ფინანსური სექტორის განვითარებასა და ტრანსფორმაციაში.
უწყების განცხადებით, აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ინოვაციების მხარდაჭერისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.