მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხეთის მთავრობა ფორმალური პროცედურის ფარგლებში გადადგა

© photo : official site of the Prime Minister of RAნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
მთავრობის წევრები ჯერჯერობით აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებამდე.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. სომხეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, გადადგა, იუწყება სააგენტო РИА Новости.
მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს გადაუგზავნა - შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.
ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის.
პრემიერის განცხადებით, სომხეთის გადამდგარი მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ, ხოლო ახლად არჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების დაწყებისთანავე სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუყოვნებლივ დანიშნავს.
ივნისის დასაწყისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალ პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შევიდა. ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ 64 მანდატი ერგო, ხოლო ბლოკებს — „ძლიერ სომხეთსა“ და „სომხეთს“ — 29 და 12. ეს ნიშნავს, რომ ფაშინიანის პარტია მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
2 აგვისტოს ერევანში ახალი მოწვევის ეროვნული კრების პირველი სესია გაიმართა, რომელზეც სიტყვით პირველად არ გამოვიდა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გარეგინ II, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0