საქართველომ რუსეთში პომიდვრის ექსპორტი გააორმაგა

© photo: Sputnik / Stringerპომიდორი
პომიდორი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
ამასთან, რუსეთმა საქართველოდან კარტოფილის იმპორტი 2025 წლის ივნისში არსებული 1,3 მილიონი დოლარიდან 925,8 ათას დოლარამდე შეამცირა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში რუსეთმა საქართველოდან პომიდვრის შესყიდვა გააორმაგა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
კერძოდ, ივნისში რუსულმა კომპანიებმა საქართველოდან 290,2 ათასი დოლარის ღირებულების პომიდორი შეისყიდეს - წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 162,5 ათასი დოლარის ღირებულების პომიდორი გავიდა.
იმპორტის თანხა წლიურ ჭრილში 1,8-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, რუსეთმა საქართველოდან კარტოფილის იმპორტი 2025 წლის ივნისში არსებული 1,3 მილიონი დოლარიდან 925,8 ათას დოლარამდე შეამცირა.
ყველა ახალი ამბავი
0