მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ღამით ქვეყნის თავზე 635 უკრაინული დრონი განადგურდა

© photo: Sputnik / Инякинშეიარაღება
შეიარაღება - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
უკრაინული მხარე მუდმივ რეჟიმში ცდილობს სხვადასხვა მოდიფიკაციის, უპირატესად თვითმფრინავის ტიპის დრონებით დაესხას თავს რუსეთის ტერიტორიას.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის რეგიონების თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 635 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 635 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეები განადგურდა ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორლოვის, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, ტამბოვისა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები განადგურდა მოსკოვის, ყირიმის რესპუბლიკის, კრასნოდარის მხარის, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიების თავზე.
უკრაინული მხარე მუდმივ რეჟიმში ცდილობს სხვადასხვა მოდიფიკაციის, უპირატესად თვითმფრინავის ტიპის დრონებით დაესხას თავს რუსეთის ტერიტორიას.
ყველა ახალი ამბავი
0