აღდგება თუ არა აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობები? კობახიძის განმარტება

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
მთავრობის მეთაურის თქმით, ოფიციალური თბილისი „მოთმინებით ელოდება“ ურთიერთობების გაჯანსაღების მიზნით ვაშინგტონისგან საპასუხო დიპლომატიურ ნაბიჯებს ელოდება.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოფიციალური თბილისი „მოთმინებით ელოდება“ ურთიერთობების გაჯანსაღების მიზნით ვაშინგტონისგან საპასუხო დიპლომატიურ ნაბიჯებს ელოდება.
„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნირობის აღდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო და თანმიმდევრულად თანამშრომლობდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.
ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელშიც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0