ჩაკვეტაძე „უდინეზეში" გადასვლის შემდეგ: სერია A ჩემთვის დიდი გამოწვევაა

© the72.co.ukგიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ივნისის ამხანაგური თამაშების დროს მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ცდილობს. მას მარჯვენა ტერფის მესამე მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა აქვს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიურ კლუბ „უდინეზეს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
ქართველი ფეხბურთელი იტალიის ლიგაში ინგლისის ჩემპიონატიდან გადავიდა, სადაც 2023 წლის აგვისტოდან „უოტფორდში“ თამაშობდა.
„უდინეზე“ დიდი კლუბია მნიშვნელოვანი ისტორიით და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ჯანლუკა ნანისთან კარგი ურთიერთობა მაქვს: ჩვენ ერთმანეთს „უოტფორდიდან“ ვიცნობთ, ხშირად ვსაუბრობდით და მისგან ბევრი რამ ვიცი „უდინეზეს“ შესახებ. მექნება შესაძლებლობა, ვითამაშო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, მისი სასურველი პოზიცია შემტევი ნახევარმცველია, თუმცა მას ასევე შეუძლია როგორც ორივე ფლანგზე, ისე ნახევარდაცვაშიც თამაში.
მისი თქმით, ტრავმის შემდეგ მისი გამოჯანმრთელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„ვცდილობ დროულად მოვმჯობინდე, რომ გუნდში მალე დავბრუნდე. რამდენიმე დღეში ისევ შევძლებ სირბილს, რამდენიმე კვირაში კი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის განახლებას ვგეგმავ", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ჩაკვეტაძემ ასევე ისაუბრა იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობასთან დაკავშირებით თავისი მოლოდინის შესახებ.
„სერია A-ს მატჩებს აქ ჩამოსვლამდეც ვადევნებდი თვალყურს. ვიცი, რომ იტალიაში თამაში ადვილი არ არის: ეს ტაქტიკურად ძალიან მაღალი დონის ლიგაა და ჩემნაირი მოთამაშისთვის სერია A-სთვის დამახასიათებელი დაცვის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ივნისის ამხანაგური თამაშების დროს მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ცდილობს. მას მარჯვენა ტერფის მესამე მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0