მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე), ილია თეზბიტელისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დილიდან, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვას უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს/
ილია ჭავჭავაძე (1837–1907 წწ ) ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს ერისა და ეკლესიის წინაშე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
„ილიაობა"
გადმოცემის თანახმად, „ილიაობა" ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა. ამ დღეს დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.
„ილიაობის" დღესასწაულის ტრადიცია 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა და მას შემდეგ ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება.
„ილიაობის" მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან – ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.
ყველა ახალი ამბავი
0