https://sputnik-georgia.com/20260801/icao-saqartvelos-sahaero-sivrce-mnishvnelovan-derepnad-kalibdeba-299914003.html
ICAO: საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება
ICAO: საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება
Sputnik საქართველო
ICAO მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში. 01.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-01T15:41+0400
2026-08-01T15:41+0400
2026-08-01T15:41+0400
საქართველო
საქაერონავიგაცია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/80/244638054_587:1004:2443:2048_1920x0_80_0_0_1e8172fd750092eeac098304fc6178e8.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორის ნიკოლას რალოს წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გამოუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, შექმნილ რეალობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გზაზე მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. ICAO-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის შენარჩუნებაში.ნიკოლას რალომ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) რეგიონში მაღალი შეფასებით სარგებლობს. ნიკოლას რალომ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერის – შპს „საქაერონავიგაციის“ ოპერატიული რეაგირება, მჭიდრო კოორდინაცია მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიანი მართვა და ავიაკომპანიებთან პროაქტიული თანამშრომლობა, რამაც ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობას და გლობალური საავიაციო მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნებას. 1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/80/244638054_850:1083:2079:2005_1920x0_80_0_0_d140338d2474c2ded0fa3d3d72e6501f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქაერონავიგაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, საქაერონავიგაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ICAO: საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება
ICAO მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორის ნიკოლას რალოს წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გამოუგზავნა.
როგორც წერილშია აღნიშნული, შექმნილ რეალობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გზაზე მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება.
ICAO-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის შენარჩუნებაში.
„დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია წერილში.
ნიკოლას რალომ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) რეგიონში მაღალი შეფასებით სარგებლობს.
„აღნიშნული ძალისხმევა ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისადმი და საერთო მიზნისადმი – საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია წერილში.
ნიკოლას რალომ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერის – შპს „საქაერონავიგაციის“ ოპერატიული რეაგირება, მჭიდრო კოორდინაცია მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიანი მართვა და ავიაკომპანიებთან პროაქტიული თანამშრომლობა, რამაც ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობას და გლობალური საავიაციო მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნებას.
1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.
1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.
საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.