https://sputnik-georgia.com/20260801/ciburdanidze-ivanishvilma-globaluri-cvlilebebi-iwinaswarmetkvela-299933705.html
ჩიბურდანიძე: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა გლობალური ცვლილებები იწინასწარმეტყველა
ჩიბურდანიძე: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა გლობალური ცვლილებები იწინასწარმეტყველა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის დღევანდელი კურსი საქართველოს გადაარჩენს და მის გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, განაცხადა ქართველმა ექსპერტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა... 01.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-01T18:13+0400
2026-08-01T18:13+0400
2026-08-03T14:01+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/03/299935805_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_dd827cd6848a438bd5ca755418746a93.jpg
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინასწარმეტყველება გლობალურ ცვლილებებსა და მრავალვექტორიან პოლიტიკასთან დაკავშირებით, საფუძვლად დაედო იმ კურსს, რომელიც დღეს საქართველოს გადაარჩენს და მის გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა თამარ ჩიბურდანიძემ თბილისში მრგვალი მაგიდის - „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა“ - ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.„ის, რაც დღეს ხდება, ივანიშვილი ამის შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ საუბრობდა. რომ იქნებოდა გლობალური რყევები და ცვლილებები, მაგრამ ჩვენი გამარჯვება მაშინ იქნება, როდესაც ამ ცვლილებებს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ... შიდა პოლიტიკაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ საქართველოს მიერ არჩეული საგარეო კურსი და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც სწორედ მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას ეფუძნება, არის საქართველოს ხვალინდელი დღე და ჩვენი სტაბილურობის ერთადერთი გარანტია“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.ჩიბურდანიძის თქმით, 15 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები მრავალვექტორიანობა დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც მთავარი სტრატეგია, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და სუვერენული მომავალი უნდა უზრუნველყოს. ეს კურსი, რომელიც გლობალურ ცვლილებებს ეფუძნება, განიხილება როგორც ერთადერთი ფუნდამენტი ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის შესანარჩუნებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/03/299935805_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_076402cef837bceff9dc61faaefa1123.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
ჩიბურდანიძე: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა გლობალური ცვლილებები იწინასწარმეტყველა
18:13 01.08.2026 (განახლებულია: 14:01 03.08.2026) მმართველი პარტიის დღევანდელი კურსი საქართველოს გადაარჩენს და მის გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, განაცხადა ქართველმა ექსპერტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინასწარმეტყველება გლობალურ ცვლილებებსა და მრავალვექტორიან პოლიტიკასთან დაკავშირებით, საფუძვლად დაედო იმ კურსს, რომელიც დღეს საქართველოს გადაარჩენს და მის გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა თამარ ჩიბურდანიძემ თბილისში მრგვალი მაგიდის - „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა“ - ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
„ის, რაც დღეს ხდება, ივანიშვილი ამის შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ საუბრობდა. რომ იქნებოდა გლობალური რყევები და ცვლილებები, მაგრამ ჩვენი გამარჯვება მაშინ იქნება, როდესაც ამ ცვლილებებს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ... შიდა პოლიტიკაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ საქართველოს მიერ არჩეული საგარეო კურსი და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც სწორედ მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას ეფუძნება, არის საქართველოს ხვალინდელი დღე და ჩვენი სტაბილურობის ერთადერთი გარანტია“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.
ჩიბურდანიძის თქმით, 15 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები მრავალვექტორიანობა დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც მთავარი სტრატეგია, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და სუვერენული მომავალი უნდა უზრუნველყოს. ეს კურსი, რომელიც გლობალურ ცვლილებებს ეფუძნება, განიხილება როგორც ერთადერთი ფუნდამენტი ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის შესანარჩუნებლად.