ცვლილება აშშ-ის ვიზებზე: სავიზო გირაოს პროგრამა მუდმივი ხდება, ტარიფები კი იზრდება

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახდეპარტამენტის შენობა
აშშ-ის სახდეპარტამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
სავიზო დეპოზიტების პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის აგვისტოში შემოიღო, 2026 წლის 2 აპრილიდან კი საქართველოს მოქალაქეებზეც გაავრცელა.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივს ხდის სავიზო დეპოზიტის (visa bond) პროგრამას, რომლის მიხედვითაც 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მოთხოვნისას, შესაძლოა, 20 ათას აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა დაეკისროთ, იუწყება პირველი არხი საინფორმაციო სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
მიმდინარე წლის 18 მარტს 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოეთხოვებათ გარკვეული მოკლევადიანი ვიზებისთვის - საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. თავდაპირველად პროგრამა საპილოტე რეჟიმში 1 წლის ვადით ამოქმედდა, თუმცა სახდეპის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის მუდმივი გახდა და კვლავ 50 ქვეყანაზე გავრცელდება.
დოკუმენტის მიხედვით, საკონსულო ოფიცრებს უფლება ექნებათ, კონკრეტულ შემთხვევებში ვიზის გაცემის წინაპირობად 20 ათას დოლარამდე გირაოს გადახდა დააწესონ.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში გირაოს ოდენობა 5 ათასი, 10 ათასი ან 15 ათასი დოლარი იყო. ახალი წესით კი 5000- დოლარიანი ვარიანტი გაუქმდა, ხოლო მაქსიმალური თანხა 20 ათას დოლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებიც სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით დაბრუნდებიან ან თუ აშშ-ში საერთოდ არ გაემგზავრებიან.
საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოდან, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. პროგრამა შეეხება 50 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან 30 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წლის საპილოტე სავიზო გირაოს პროგრამამ სახელმწიფო დეპარტამენტს აჩვენა, რომ ეს მექანიზმი ეფექტიანია ვიზის პირობების შესრულების უზრუნველყოფისთვის.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ახალი პოლიტიკის მიზანია ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირება, თუმცა იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ზომა აშშ-ში ლეგიტიმური მოგზაურობის მსურველებსაც შეაფერხებს.
სავიზო დეპოზიტების პროგრამა, რო­გორც „ვი­ზის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და ზო­გა­დად არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის ნა­წი­ლი“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის აგვისტოში შემოიღო, 2026 წლის 2 აპრილიდან კი საქართველოს მოქალაქეებზეც გაავრცელა. პროგრამა აშშ-ში არალეგალურად დარჩენის მაღალი მაჩვენებლის საპასუხოდ და იმიგრაციის წესების დარღვევის პრევენციისთვის ამოქმედდა.
2 აპრილიდან აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულ და ბიზნეს, იგივე B1 და B2 კატეგორიის ვიზებს მხოლოდ ერთჯერადად გასცემს, ნაცვლად აქამდე არსებული 10-წლიანი მულტივიზის აღების შესაძლებლობისა. ახალი რეგულაციებით, ვიზები აშშ-ში ერთჯერად შესვლას უზრუნველყოფს - ვიზის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში, არაუმეტეს 30 დღის ვადით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
აღნიშნულ სიაში არიან ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე, კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი და საქართველო.
2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0