https://sputnik-georgia.com/20260801/anakliashi-pskeris-dagrmavebis-samushaoebi-ickeba-299919635.html
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება
Sputnik საქართველო
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 01.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-01T19:46+0400
2026-08-01T19:46+0400
2026-08-01T19:46+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_50:0:1556:847_1920x0_80_0_0_5a78f64c485c5e59b62654df45c16306.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით. ანაკლიაში, ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდეგ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით აშენებს, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც უწყების ცნობით, პორტში ტვირთების მოზიდვისა და მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის – საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას. „ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება. როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება. ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_238:0:1367:847_1920x0_80_0_0_a8f84aee8733af3624da31d2aab15eb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, ახალი ამბები
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
უწყების ცნობით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
ანაკლიაში, ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდეგ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით აშენებს, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც უწყების ცნობით, პორტში ტვირთების მოზიდვისა და მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის – საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი
პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.