https://sputnik-georgia.com/20260731/xelburtis-banaki-daixura-299905952.html
ისტორიაში პირველად: საქართველომ „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკს უმასპინძლა
ისტორიაში პირველად: საქართველომ „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ - ბანაკში 100-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T21:25+0400
2026-07-31T21:25+0400
2026-07-31T21:25+0400
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/50/235935083_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2f5ae3bb8c6d220d5a92681e20c06af2.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის მასშტაბურ ბანაკს (Barça Academy Handball Camp Georgia 2026), რომელიც 31 ივლისს ოფიციალურად დაიხურა.ხელბურთის ბანაკს, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 26 ივლისს გაიხსნა, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ - ბანაკში 100-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.კემპს უძღვებოდა „ბარსელონას“ აკადემიის 4 მოწვეული მწვრთნელი, რომლებმაც ბავშვებს ჩაუტარეს ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები.ესპანელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებსა და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს გაუზიარეს კატალონიური კლუბის თანამედროვე მეთოდოლოგია, ინდივიდუალური ტექნიკა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკა.პროექტის მიზანია ქართულ ხელბურთში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ნიჭიერი ახალგაზრდების საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.ბანაკის დახურვის ცერემონიაზე, ხელბურთელებს „ბარსელონას“ აკადემიის სპეციალური სერტიფიკატები გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/50/235935083_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_961f629605628c6a05b07c52a97a0c45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, საზოგადოება
ისტორიაში პირველად: საქართველომ „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკს უმასპინძლა
ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ - ბანაკში 100-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის მასშტაბურ ბანაკს (Barça Academy Handball Camp Georgia 2026), რომელიც 31 ივლისს ოფიციალურად დაიხურა.
ხელბურთის ბანაკს, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 26 ივლისს გაიხსნა, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ - ბანაკში 100-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
კემპს უძღვებოდა „ბარსელონას“ აკადემიის 4 მოწვეული მწვრთნელი, რომლებმაც ბავშვებს ჩაუტარეს ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები.
ესპანელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებსა და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს გაუზიარეს კატალონიური კლუბის თანამედროვე მეთოდოლოგია, ინდივიდუალური ტექნიკა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკა.
პროექტის მიზანია ქართულ ხელბურთში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ნიჭიერი ახალგაზრდების საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.
ბანაკის დახურვის ცერემონიაზე, ხელბურთელებს „ბარსელონას“ აკადემიის სპეციალური სერტიფიკატები გადაეცა.