უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: ბოლო სამი თვის მონაცემები

© courtesy of Investigative Service of the Ministry of Financeსიგარეტის კონტრაბანდა
სიგარეტის კონტრაბანდა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
კონტრაბანდული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ თითქმის 400 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი მაისიდან 31 ივლისამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63.852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 ათას ლარს შეადგენს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0