https://sputnik-georgia.com/20260731/tushetis-gzis-reabilitacia-aqtiurad-mimdinareobs-299884921.html
თუშეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
თუშეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T19:00+0400
2026-07-31T19:00+0400
2026-07-31T19:00+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284296445_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_dd5882e483049cccc3a1bf0ccb6f9637.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბური პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49,18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი მოიცავს გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი და წყალამრიდი სისტემების, ასევე ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განახლებას, გზის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებასა და უსაფრთხოების მიზნით ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას. პროექტი რვა მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ხუთ მონაკვეთზე, რაც 49,18 კილომეტრის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების საერთო ღირებულება 73,7 მლნ მეტია. პირველი 22.5 კილომეტრი ასფალტის საფარით მოეწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, არსებული რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე შენარჩუნდება გრუნტის საფარი, თუმცა სრულად აღდგება დაზიანებული უბნები და გაუმჯობესდება გზის გეომეტრიული და უსაფრთხოების პარამეტრები. დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, საგზაო საფუძვლის მოწყობა და გზის გაგანიერებისთვის ფერდების ექსკავაციის სამუშაოები. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის დასრულება 2026–2027 წლებში ეტაპობრივად იგეგმება. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება, აბანოს უღელტეხილს კვეთს და ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი და ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილზე გადის. რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284296445_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_41fca52d0b3dfa1fdd2f3d637949cc11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
თუშეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბური პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49,18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს.
„პროექტის მიზანია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მაღალმთიანი საავტომობილო გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. გაიზრდება თუშეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოება, საიმედოობა და კომფორტი, რაც რეგიონში მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო გაამარტივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი მოიცავს გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი და წყალამრიდი სისტემების, ასევე ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განახლებას, გზის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებასა და უსაფრთხოების მიზნით ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
პროექტი რვა მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ხუთ მონაკვეთზე, რაც 49,18 კილომეტრის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების საერთო ღირებულება 73,7 მლნ მეტია.
პირველი 22.5 კილომეტრი ასფალტის საფარით მოეწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, არსებული რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე შენარჩუნდება გრუნტის საფარი, თუმცა სრულად აღდგება დაზიანებული უბნები და გაუმჯობესდება გზის გეომეტრიული და უსაფრთხოების პარამეტრები.
დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, საგზაო საფუძვლის მოწყობა და გზის გაგანიერებისთვის ფერდების ექსკავაციის სამუშაოები.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის დასრულება 2026–2027 წლებში ეტაპობრივად იგეგმება.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება, აბანოს უღელტეხილს კვეთს და ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი და ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილზე გადის.
რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი.