თბილისის „დინამო“ „ჟალგირისთან“ დამარცხდა და კონფერენსლიგას გამოეთიშა

© FC Dinamo Tbilisiთბილისის „დინამო"
თბილისის „დინამო - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
მეორე ტაიმში გაშვებულმა ექვსმა გოლმა თბილისურ გუნდს პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა და ევროპის თასის შემდეგ რაუნდში გასვლის საგზური წაართვა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის „დინამომ" კონფერენსლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში ვილნიუსის „ჟალგირისთან" ანგარიშით 2:7 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
თბილისში 0:3 მარცხის მიუხედავად, ლიეტუველებმა თამაშის შემოტრიალება სცადეს და მე-9 წუთზე პენალტი მოიპოვეს, თუმცა, პეტკოვიჩმა ბურთი მიზანს ააცილა. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე მააინც მოახერხეს – „დინამოს“ კარი თბილისელთა ყოფილმა ლეგიონერმა, ბილენკიმ აიღო.
თემურ ქეცბაიას გუნდმა წონასწორობა მე-40 წუთზე აღადგინა – თორნიკე კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა ლეო სანტოსმა დააგვირგვინა.
„ჟალგირისმა“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა – თავი გამოიჩინეს პეტკოვიჩმა (59, 74), ტეიშეირამ (61), ბილენკიმ (82, 90) და მიხაილოვიჩმა (88), რასაც „დინამო თბილისმა“ მხოლოდ მათე ვაწაძის (72) ზუსტი დარტყმით უპასუხა.
ლიეტუველებმა რთული მისია შეასრულეს – ორმატჩიანი დაპირისპირება საერთო ანგარიშით 7:5 (0:3, 7:2) მოიგეს და ტურნირის მესამე ეტაპზე გავიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0