https://sputnik-georgia.com/20260731/sebi-mosaxleobas-aprtxilebs-299897998.html
„მაღალი რისკის შემცველია": სებ-ი მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ აფრთხილებს
„მაღალი რისკის შემცველია": სებ-ი მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ აფრთხილებს
Sputnik საქართველო
ფინანსურ პირამიდებსა და სქემებს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T19:24+0400
2026-07-31T19:24+0400
2026-07-31T19:24+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების მიზნით მოსახლეობისგან ფულად სახსრებს იზიდავენ - ეს შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, ნათქვამია ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, თანხის დაბანდების გადაწყვეტილება მხოლოდ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ. სებ-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს. „ყველა მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მათი დაშლის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა მსგავსი კომპანია რომელიმე უწყების მიერ. უწყების განცხადებით, ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. ფინანსური პირამიდა ფინანსური პირამიდა (Financial Pyramid) არის ფინანსური საქმიანობის ისეთი სქემა, როდესაც კომპანია მომხმარებლებისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებით გარკვეულ თანხას იზიდავს და შემდეგ მათ ამ თანხას სხვა მომხმარებლებისგან მოზიდული თანხით უბრუნებს. მევალეებისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული მევალეებისგან დამატებითი ფულის მოზიდვაა. ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვაა საჭირო. სქემა იშლება და მომხმარებლები (მევალეები) ზარალდებიან მაშინ, როდესაც ახალი წევრის ან დამატებითი თანხის მოზიდვა შეუძლებელი ხდება. ადრე თუ გვიან ყველა ფინანსური პირამიდა კოტრდება და მევალეების ნაწილი ზარალდება. ფინანსურ პირამიდებსა და სქემებს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს. როგორ ამოვიცნოთ ე. წ. ფინანსური პირამიდა?
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
„მაღალი რისკის შემცველია": სებ-ი მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ აფრთხილებს
ფინანსურ პირამიდებსა და სქემებს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების მიზნით მოსახლეობისგან ფულად სახსრებს იზიდავენ - ეს შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, ნათქვამია ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, თანხის დაბანდების გადაწყვეტილება მხოლოდ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ.
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების მიზნით მოსახლეობისგან ფულად სახსრებს იზიდავენ. მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს "ფინანსური პირამიდის" კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სებ-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
„ყველა მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მათი დაშლის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა მსგავსი კომპანია რომელიმე უწყების მიერ.
უწყების განცხადებით, ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი.
ფინანსური პირამიდა (Financial Pyramid) არის ფინანსური საქმიანობის ისეთი სქემა, როდესაც კომპანია მომხმარებლებისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებით გარკვეულ თანხას იზიდავს და შემდეგ მათ ამ თანხას სხვა მომხმარებლებისგან მოზიდული თანხით უბრუნებს.
მევალეებისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული მევალეებისგან დამატებითი ფულის მოზიდვაა. ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვაა საჭირო. სქემა იშლება და მომხმარებლები (მევალეები) ზარალდებიან მაშინ, როდესაც ახალი წევრის ან დამატებითი თანხის მოზიდვა შეუძლებელი ხდება. ადრე თუ გვიან ყველა ფინანსური პირამიდა კოტრდება და მევალეების ნაწილი ზარალდება.
ფინანსურ პირამიდებსა და სქემებს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
როგორ ამოვიცნოთ ე. წ. ფინანსური პირამიდა?
კომპანია მომხმარებელს არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით მაღალ საპროცენტო შემოსავალს ჰპირდება;
კომპანია ითხოვს ახალი წევრების მიყვანას, ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას;
კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი და საქმიანობა გაუმჭვირვალეა;
კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს და ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. საქველმოქმედო აქციებს.