https://sputnik-georgia.com/20260731/saqartvelo-35mln-folars-miigebs-299883075.html
საქართველო ბანკების ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად 35 მლნ დოლარს მიიღებს
საქართველო ბანკების ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად 35 მლნ დოლარს მიიღებს
Sputnik საქართველო
საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T11:55+0400
2026-07-31T11:55+0400
2026-07-31T11:55+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.რეზოლუციის ფონდი არის სპეციალური ფინანსური რეზერვი, რომელიც იქმნება ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციების რეგულარული შენატანების ხარჯზე პრობლემური ბანკების კრიზისების მოწესრიგებული მართვისთვის (რეზოლუციისთვის), ფინანსური სისტემის სტაბილურობის დასაცავად და ბიზნესის გადარჩენის დროს გადამხდელთა ფულის გამოყენების თავიდან ასაცილებლად. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) არის განვითარების გლობალური ორგანიზაცია, რომლის თანამფლობელი 189 წევრი სახელმწიფოა. როგორც მსოფლიოში უმსხვილესი განვითარების ბანკი, IBRD-ს წვლილი შეაქვს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის განხორციელებაში სესხების, გარანტიების, რისკების მართვის პროდუქტებისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდებით საშუალო შემოსავლის მქონე, ასევე დაბალი შემოსავლის მქონე კრედიტუნარიანი ქვეყნების მთავრობებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო ბანკების ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად 35 მლნ დოლარს მიიღებს
საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
„მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.
რეზოლუციის ფონდი არის სპეციალური ფინანსური რეზერვი, რომელიც იქმნება ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციების რეგულარული შენატანების ხარჯზე პრობლემური ბანკების კრიზისების მოწესრიგებული მართვისთვის (რეზოლუციისთვის), ფინანსური სისტემის სტაბილურობის დასაცავად და ბიზნესის გადარჩენის დროს გადამხდელთა ფულის გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) არის განვითარების გლობალური ორგანიზაცია, რომლის თანამფლობელი 189 წევრი სახელმწიფოა. როგორც მსოფლიოში უმსხვილესი განვითარების ბანკი, IBRD-ს წვლილი შეაქვს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის განხორციელებაში სესხების, გარანტიების, რისკების მართვის პროდუქტებისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდებით საშუალო შემოსავლის მქონე, ასევე დაბალი შემოსავლის მქონე კრედიტუნარიანი ქვეყნების მთავრობებისთვის.