როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო
ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
2026 წლის ივნისში მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,8%-ით შემცირდა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის ივნისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 5,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 15,9%-ით.
2026 წლის ივნისში მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,8%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები ივნისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 5,4%-ით გაიზარდა.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, 2025 წლის ივნისთან შედარებით, 7,3%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 18,1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 3,5%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,5%-ით.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის ივნისში 5,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ინფლაციის დონემ ივნისში, მაისთან შედარებით, 0,1% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0