რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© Sputnik / Seyran Baroyanტურისტები ზღვაზე
ტურისტები ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, ვიზიტების ძირითადი მიზანი გართობა და დასვენება იყო.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. 2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს 1,7 მილიონი მოგზაური ეწვია, რაც 4,9%-ით ნაკლებია 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 1,5 მლნ შეადგინა, რაც 4,5%-ით ნაკლებია 20235 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2,7%-ით შემცირდა და 1,2 მლნ შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 5,48 ღამე გაათენეს.
უწყების ცნობით, ვიზიტების ძირითადი მიზანი გართობა და დასვენება იყო.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 328,9 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 25,1%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 16,9% ) და სომხეთი (10,8%).
რუსეთის მოქალაქეებმა ჯამში 380,1 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთის მოქალაქეებმა – 287 ათასი, სომხებმა კი – 199,6 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უცხოელებმა მთლიანობაში 3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 13,3%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ერთ მოგზაურობაზე ხარჯები 9,2%-ით შემცირდა და 1.922,1ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0