მარნეულში პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს არალეგალურად ასაღებდნენ

© National Food Agency of Georgiaშემოწმება
შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს არალეგალურად, სავალდებულო აღიარების გარეშე ყიდდა.
გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.
სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0